ახალი ამბები

გადაწყვეტილება კოალიციის გაფართოებაზე მიიღება ოთხივე წევრის მიერ – „თავისუფლების მოედანი“

16 სექტემბერი, 2024 •
გადაწყვეტილება კოალიციის გაფართოებაზე მიიღება ოთხივე წევრის მიერ – „თავისუფლების მოედანი“

„თავისუფლების მოედანი“, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი, ეხმაურება პრეზიდენტის განცხადებას, რომელშიც სალომე ზურაბიშვილმა მათი და გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“ გაერთიანებას დაუჭირა მხარი.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „ნებისმიერი გადაწყვეტილება ახალი პარტნიორის დამატებაზე კოალიციაში მიიღება ერთობლივად ოთხივე წევრის მიერ“.

„თავისუფლების მოედნის პოზიციას განსაზღვრავს ჩვენი წევრების და მხარდამჭერების ღირებულებები და ინტერესები. ჩვენ წარმოვადგენთ პატიოსან, პროფესიონალ და პატრიოტ მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისა და საქართველოს ევროპული
მომავლისთვის რუსული გავლენის საწინააღმდეგოდ.

ჩვენს მხარდამჭერებს ეს ბრძოლა ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად უჯდებათ – რეზინის ტყვიების, მომწამლავი აირისა თუ ხელკეტების პირისპირ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო ტაქტიკის საკითხები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის ფასეულობები და პრინციპები, რომელთა დასაცავადაც უაღრესად რთულ დროს გადავწყვიტეთ პოლიტიკური საქმიანობის დაწყება“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი