ჰერმანის ამბობს, რომ მიღწეული წარმატებების შემდეგ “რუსთავის 2”-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საქართველოს მეგობრებს იმედებს უცრუებს და არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დაპირებული დემოკრატიული სტანდარტების ამაღლებას.
“საქართველომ მოახერხა და გამოირჩეოდა ძალიან რთულ რეგიონში, ვფიქრობ, ესეც არის ასეთი დიდი იმედგაცრუების მიზეზი. საქართველო გამოირჩეოდა მეზობლებისგან, ისევე როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობისგან. ქართველების მისწრაფება არ უნდა იყოს რუსეთზე ან აზერბაიჯანზე წინ ყოფნა, ისინი უნდა ედრებოდნენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დემოკრატიებს, ან უფრო მოწიფულ დემოკრატიებს. ეს უნდა იყოს მათი სწრაფვის სტანდარტი. ქართული ოცნების მთავრობამ თქვა, რომ ის ამ სტანდარტებს აამაღლებდა, სწორედ ამიტომ არის ასეთი იმედგაცრუება,” – ამბობს ჰერმანი.
ქიბარ ხალვაშმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა ტელეკომპანია “რუთავი 2″–ის წინააღმდეგ. ხალვაშის თქმით, მას ტელეკომპანია 2006 წელს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დავალებით წაართვეს. ხალვაშის თქით, მან “რუსთავი 2” 6 მილიონ დოლარად შეიძინა.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ 2015 წლის 3 ნოემბერს ქიბარ ხალვაშის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილების მიხედვით, ტელეკომპანიის წილების 100% მას მიაკუთვნა. “რუსთავი 2″–ის მფლობელებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს,
მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებით, რუსთავი 2–ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერდათ. ტელეკომპანიის დროებით მმართველებად ტელეკომპანია იმედის ყოფილი დირექტორი რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ.








