“მიხარია, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები გმობენ ძალადობას. ჩვენ გვესმის, რომ მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანი საკითხია. ამ კუთხით საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა. სწორედ ამიტომ არის “რუსთავი 2″-ის საკითხი მნიშვნელოვანი, მაგრამ არაფერი ამართლებს ძალადობას. როდესაც გასულ კვირას ფარული ჩანაწერების შესახებ შევიტყვე, ერთი მხრივ, შევწუხდი იმის გამო, რომ ადამიანების პირად საუბრებს ისმენდნენ, და მეორე მხრივ, თავად ამ საუბრის შინაარსით იმედგაცრუებული დავრჩი. საქართველომ მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესი განიცადა. ახლა არ არის რევოლუციის, ძალადობის დრო,”  – აცხადებს ალექსანდრა ჰოლ-ჰოლი.

 

ელჩი საგარეჯოში იმყოფებოდა, სადაც არჩევნებს აკვირდებოდა. მან საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა დადებითად შეაფასა. 

 

ალექსანდრა ჰოლ-ჰოლი იმედოვნებს, რომ პოლიტიკური პარტიები მომდევნო კვირის განმავლობაში მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *