ახალი ამბები

ანონსი: 1 ნოემბერი

1 ნოემბერი, 2015 •
ანონსი: 1 ნოემბერი
11:00 საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ ხიდაშელი, რომელიც ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, ლიდერობს, არჩევნების დასრულების შემდეგ პირველ ბრიფინგს გამართავს.
 
ბრიფინგი გაიმართება საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მის: რუსთაველის ქ. #240
 
 
13:00 ნატოს კვირეულის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე  საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა  და 2008 წლის ომში დაღუპული ჯარისკაცების შვილებთან შეხვედრას გამართავენ. 
 
ღონისძიების ჩატარების ადგილი: ბრიტანული კუთხე, ვაკის პარკის ტერიტორია
 
 
13:00 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, თბილისის  მერი დავით ნარმანია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი თბილისის საჯარო სკოლების 400–მდე წარჩინებულ მოსწავლეს საჩუქრად კომპიუტერებს გადასცემენ.
ადგილი: თბილისის საკრებულო
მისამართი: თავისუფლების მოედანი 2
1 ნოემბერი
1 ნოემბერი

მასალების გადაბეჭდვის წესი