“ჩემთვის არავის განუმარტავს, რატომ დამიბარეს, მითხრეს, რომ დამატებითი შეკითხვები აქვთ, ჩემთვის რაც ცნობილი იყო, მოვყევი, როგორც მოხდა ეს ყველაფერი. ბატონი ალექსი ახვლედიანი რის მოყოლას თვლის საჭიროდ, რის – არა, ეს მისი საქმეა და მე ამაში ვერ ჩავერევი. უბრალოდ ერთადერთი ვიცი დანამდვილებით, რომ მოვა დრო და ალექსი ახვლედიანიც მოყვება იმას, რაც მე მოვყევი და მოყვება ბევრად უფრო მეტს, რაც მისთვის ცნობილია”, – განუცხადა იმედს.

 

“ბატონ დვალს არანაირი სამართლებრივი შანსები არ გააჩნია. მისი საუბრები “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით არის  ფანტაზიის ნაყოფი და ამასთან დაკაშირებით კომენტარსაც არ გავაკეთებ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

 

საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მიხედვით. გამოძიება დაიწყო ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოყვეყნებითა და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარით აშანტაჟებენ.

 

ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *