ახალი ამბები

ანონსი: 27 ოქტომბერი

27 ოქტომბერი, 2015 •
ანონსი: 27 ოქტომბერი

11:00 თბილისის საკრებულის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თამვჯდომარე რიმა ბერაძე პორტალ  „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები:  მერიასა და საკრებულოში მიმდინარე პროცესები; შესრულებული და შეუსრულებელი დაპირებები

 

11:00 “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: შესაძლებელია თუ არა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყონ?!

 

12:00 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში ცესკოსა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდა ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ.

მისამართი: საგარეჯო, სოფელი ქეშალო; საჯარო სკოლა, პირველი ქუჩა, N8

 

12:00 თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, განათლების მინისტრის მოადგილე ლიკა გიგაური და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა 63-ე  ბაგა-ბაღში სასკოლო მზაობის პროგრამის ღია გაკვეთილს დაესწრებიან.

მისამართი:  ნუცუბიძის 42.

 

12:00 პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში  პრესკონფერენციას  გამართავს. თემები: წამებისა და ზალადობის ამსახველი კადრები – ჯერ ვნახოთ და მერე ავკრძეალოთ; დესტაბილიზაციის საფრთხეები

 

12:00 “პირველ პრესკლუბში” დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი სპეციალურ ბრიფინგს გამართავს თემაზე: სახელმწიფო გადატრიალება და კონკრეტულ გვარებს დაასახელებს.

 

14:00 შესაფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში კონკურსის „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

ორგანიზაცია „მოქალაქე“ იწყებს კონკურსის „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ ახალ რაუნდს. 

მისამართი: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (მინდელის N9).

მასალების გადაბეჭდვის წესი