“ტრანზიტზე მოკაპარაკებები მიმდინარეობს ყოველწლიურ რეჟიმში. ეს მოლაპარაკებები ჩვენ აგვისტოს თვიდან დავიწყეთ და დეკემბერში უნდა გავაფორმოთ ეს ხელშეკრულებები. სომხეთს სურს, რომ გაზარდოს მოცულობები, რადგან გარკვეული პროექტების განხორციელებას აპირებენ იქ და ახალი თბოსადგურების მშენებლობას. როდესაც უფრო მეტი დამატებითი მოცულობები გავა მილსადენში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იმის სურვილი, დამატებით მეტი მოცულობები მივიღოთ. ერთი საკითხი იყო ეს, რაც ძალიან მნიშნელოვანია ჩვენთვის”, – განაცხადა კახა კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, გაზპრომთან მომავალი სამუშაო შეხვედრა უახლოეს მომავლში გაიმართება. მინისტრის თქმით, როდესაც დეტალები დაზუსტდება, ცნობილი გახდება ციფრები, თუ რა ოდენობის დამატებით მოცულობას მიიღებს საქართველო რუსეთოიდან ტრანზიტის საფასურის სახით.
კახი კალაძის განცხადებით, “გაზპრომთან” მოლაპარაკებების მეორე საკითხია ის, რომ სხვა კომპანიებს ჰქონდეთ საშუალება, თუ იქნება შეღავათიანი ფასი მათთვის, წამოიღონ ბუნებრივი აირი რუსეთიდან, რადგან მისი ინფორმაციით, კომპანიები მაღლ ფასად ყიდულობენ ბუნებრივ აირს.
კახა კალაძე ვერ აკონკრეტებს, თუ რა ფასად შეეძლებათ კომპანიებს რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიღება, თუმცა კომპანიების გადასაწყვეტი იქნება, მიიღებენ თუ არა გაზს რუსეთისგან.
მინისტრის განმარტებით, საქართველოსთვის პროლემური პერიოდი იქნება 2019 წლამდე, სანამ შემოვა შაჰდენიზის მეორე ფაზა.