დღეს, 13 ოქტომბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მთავრობის ადმინისტრაციას მიმართა, რომ მთავრობის უახლოეს სხდომაზე განიხილონ “საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლების ტრანზიტის სფეროში არსებული მდგომარეობა”.
აღნიშნული საკითხის განხილვას პრეზიდენტი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი დაესწრებიან.
საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ გაზის იმპორტის დივერსიფიცირებაზე შეხვედრებს მართავს “გაზპრომის” წარმომადგენლობასთან.