ახალი ამბები

NDI-ს კვლევა: თბილისში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად გარემოს დაბინძურებას მიიჩნევენ

12 ოქტომბერი, 2015 •
NDI-ს კვლევა: თბილისში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად გარემოს დაბინძურებას მიიჩნევენ

კითხვაზე, რომელია თქვენს დასახლებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, თბილისში გამოკითხულთა უმეტესობამ (43%) უპასუხა, რომ ასეთი პრობლემა გარემოს დაბინძურებაა.

 

დღეს გამართულ პრეზენტაციაზე, კვლევის ავტორებმა განაცხადეს, რომ თბილისის შედეგი განსხვავდება სხვა ქალაქებში გამოკითხულთა პასუხებისგან.  სხვა ქალაქებში ყველაზე მთავარ პრობელმად გზების მდგომარეობა დასახელდა. თბილისისთვის გზები მეორე მთავარ პრობლემად დასახელდა.

 

თბილისის პრობლემბის ხუთეული ასე გამოიყურება: გარემოს დაბინძურება, გზები, საგზაო მოძრაობა, პარკირება, სუფთა ქუჩები.

 

რაც შეეხება საერთო შედეგს, პრობლემების ხუთეულია: გზები, წყალმომარტაგება, გაზმომარაგება, გარემოს დაბინძურება და კანალიზაცია.

 

აღნიშნული კვლევა, რომელიც ადგილობრივი პრობლემების საკითხებით დაინტერესდა, NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართელომ ჩაატარა საქართველოს 9 ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, თელავში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში, მცხეთასა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში. კვლევაში გამოიკითხა 4448 ადამიანი 2015 წლის 8 აგვისტოდან-10 სექტემბრამდე. კვლევა წარმომადგენლობითია. კვლევის საშუალო ცდომილება არის 3%.

 

კვლევის მეორე ნაწილს, რომელიც პოლიტურ ნაწილზეა ფოკუსირებული, ხუთშაბათს გამოაქვეყნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი