ახალი ამბები

“არ დამიცვა სახელმწიფომ, დამიცვა არასამთავრობომ” – პოლიციელის მიერ მოკლული ქალის დედა რუსული კანონზე

19 აპრილი, 2024 • 1369
“არ დამიცვა სახელმწიფომ, დამიცვა არასამთავრობომ” – პოლიციელის მიერ მოკლული ქალის დედა რუსული კანონზე

2014 წელს პოლიციელი ქმრის მიერ მოკლული 19 წლის ქალის, სალომე ჯორბენაძის დედა რუსული კანონის საწინააღმდეგო პოსტს აქვეყნებს.

ფატი ჭეიშვილი წერს, რომ მისი შვილი სახელმწიფო უწყებებმა ვერ დაიცვეს, მკვლელობის შემდეგ კი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მისი ინტერესები დაიცვეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია),  საფარმა და ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპულმა ცენტრმა (EHRAC).

ფატი ჭეიშვილი სოციალურ ქსელში მოკლული შვილის ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

“მე ვარ 19 წლის ქალი, დედა, რომელიც გარდავიცვალე პოლიციელის იარაღიდან გასროლილი 5 ტყვიით. არ დამიცვა შსს-მ, პროკურატურამ, გენ. ინსექციამ და ჩემი დაუცველობისთვის სახელმწიფოს მოეთხოვა პასუხი სტრასბურგში. მე დამიცვა GYLA-მ [საია], EHRAC-მა და Sapari-მ – არასამთავრობო ორგანიზაციებმა. საია დღემდე მიცავს. ის დაგიცავს შენც. არა რუსულ კანონს”.

2014 წელს 19 წლის სალომე ჯორბენაძე ყოფილმა ქმარმა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს პოლიციელმა, სერგი საცერაძემ მოკლა. სიკვდილამდე სალომე ჯორბენაძემ მიმართა როგორც პოლიციას, ასევე პროკურატურასა და გენინსპექციას და ყოფილი ქმრისგან სისტემატური ძალადობისგან დაცვა მოითხოვა, თუმცა, უშედეგოდ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე სიცოცხლის უფლების (ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი) და დისკრიმინაციისგან დაცვის (ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი) უფლების დარღვევა დაადგინა.

სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში დასძინა, რომ ქვეყანამ ვერ უზრუნველყო გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენცია. ამასთანავე, ვერ შეძლო, სალომე ჯორბენაძის არაერთი განცხადების მიუხედავად, საქმეზე სამართალდამცავი უწყების რეაგირების გამოძიება.


“ქართულმა ოცნებამ” დაარღვია ერთი წლის წინ დადებული პირობა და რუსული კანონი ხელმეორედ დააინიციირა. 17 აპრილს საპარლამენტო უმრავლეოსბამ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. დაანონსების დღიდან პარლამენტთან საპროტესტო აქციები იმართება.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი