ახალი ამბები

ევროპარლამენტარი: ამ კანონს ქვეყანა რუსეთში მიჰყავს და არა ევროკავშირში

18 აპრილი, 2024 • 789
ევროპარლამენტარი: ამ კანონს ქვეყანა რუსეთში მიჰყავს და არა ევროკავშირში

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე გამოეხმაურა რუსულ კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებს და განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება “დებიძინიზაციის კანონები და არა რუსული უცხოური აგენტების შესახებ კანონი”.

“საქართველოს სჭირდება დებიძინიზაციის კანონები და არა რუსეთის უცხოური აგენტების შესახებ კანონი, თუ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის გაწმენდას კრემლის აგენტებისგან.

მე სრულად ვუჭერ მხარს ქართველებს, რომლებიც აპროტესტებენ უცხოური აგენტების შესახებ კანონს, რადგან ამ კანონს ქვეყანა რუსეთში მიჰყავს და არა ევროკავშირში” ,- წერს ევროპარლამენტარი X-ზე.


17 აპრილს საქართველოს პარლამენტის 83-მა დეპუტატმა, მიუხედავად მრავალათასიანი საპროტესტო აქციებისა, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა გამჭვირვალობის საფარქვეშ შემუშავებულ რუსულ კანონს. მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში 2012 წლიდან დღემდე ეტაპობრივად გააქრო დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები და სამოქალაქო ორგანიზაციები.

რამდენიმე დღეა, რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში მრავალათასიანი აქციები იმართება. მოქალაქეები აღნიშნულს აპროტესტებენ საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი