ახალი ამბები

გაიწვიეთ კანონპროექტი – გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მოწოდება “ოცნებას”

4 აპრილი, 2024 • 1267
გაიწვიეთ კანონპროექტი – გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მოწოდება “ოცნებას”

გაეროს  ადამიანის უფლებათა კომიტეტი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, გაიწვიოს კანონპროექტი. საუბარია რუსულ კანონზე, რომელიც მმართველმა პარტიამ გასულ წელს მასობრივი პროტესტის ფონზე გაიწვია პარლამენტიდან და პირობა დადო, რომ აღარასოდეს დაუბრუნდებოდა, თუმცა ახლა ისევ აპირებს მის მიღებას.

“ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონპროექტი, რომელიც  სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, რომლებიც თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს უცხოეთიდან, აწებებს იარლიყს,  რომ არიან  „ორგანიზაციები, რომლებიც მოქმედებენ უცხო ძალის ინტერესებით“. ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას”, – აცხადებს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი.



  • „ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა ისევ დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს.

  • კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
  • კანონპროექტი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ” 3 აპრილს დაარეგისტრირა და როგორც განმარტა, გასულ წელს „ხალხი ძალის“ მიერ ინიციირებული პროექტისგან განსხვავდება იმით, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტის“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

მასალების გადაბეჭდვის წესი