ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბჟანიას თქმით, აფხაზეთში USAID-ის აკრძალვა რუსეთის წინაშე ვალდებულებაა

22 თებერვალი, 2024 •
ბჟანიას თქმით, აფხაზეთში USAID-ის აკრძალვა რუსეთის წინაშე ვალდებულებაა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია ამბობს, რომ რუსეთთან ალიანსი აფხაზეთს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს. 

ამასთან დაკავშირებით ბჟანიამ ახსენა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID – დაახლოებით) საქმიანობა რუსეთში 2012 წლიდან აკრძალულია.

USAID, რომელსაც არძინბა აკრძალვით ემუქრება, აფხაზეთში 10 მლნ $-ს ხარჯავს

USAID, რომელსაც არძინბა აკრძალვით ემუქრება, აფხაზეთში 10 მლნ $-ს ხარჯავს

“ამ რთულ პირობებში, როდესაც საბრძოლო მოქმედებები, ფაქტობრივად, ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს, შეგვიძლია თუ არა, როგორც მოკავშირეებმა და სტრატეგიულმა პარტნიორებმა, დავუშვათ რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი, არამეგობრული ორგანიზაციის საქმიანობა აქ, აფხაზეთის ტერიტორიაზე?

მინისტრმა თქვა, რომ ეს არის ჩვენი და რუსეთის ფედერაციის ურთიერთობის მაღალი წერტილი. დიახ, ის ნამდვილად მაღალია. ის კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს იმიტომ, რომ ეს არის აფხაზი ხალხის ფუნდამენტური ინტერესი”, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა. 

რუსეთის მსგავსად, “უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ” კანონის მიღებას უკანასკნელი წლების განმავლობაში სოხუმს მოსკოვი ავალდებულებს ირიბი თუ პირდაპირი მინიშნებებით. კანონის შესაძლო მიღებაზე აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოების რეაქციები მწვავეა.

რამდენიმე კვირის წინ ასლან ბჟანიამ პარლამენტს [დე ფაქტო] უკვე წარუდგინა კანონი „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი ფიზიკური პირების შესახებ“. 

კანონპროექტის თანახმად, არასამეწარმერო ორგანიზაციები შესაძლოა აღიარებული იქნეს უცხოური აგენტების ფუნქციების შემსრულებლად, თუ ისინი იღებენ ფულს და (ან) სხვა ქონებას კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული უცხოური წყაროებიდან და მონაწილეობენ დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებულ პოლიტიკურ საქმიანობაში უცხო წყაროების ინტერესებიდან გამომდინარე.

„უცხოეთის აგენტებზე“ მსგავსი რუსული კანონის მიღებას საქართველოში „ქართული ოცნებაც” გეგმავდა 2023 წლის გაზაფხულზე.

ასეთი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

“შეშფოთებული ვარ” – აფხაზი დეპუტატი “უცხო ქვეყნის აგენტების” შესახებ კანონზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი