ახალი ამბებირეკლამა

ახალი წელი გაუმჯობესებული ინგლისურით – “ბექას სკოლის” მასწავლებლები საუბრობენ სასწავლო პროცესის შესახებ

15 იანვარი, 2024 • 977
ახალი წელი გაუმჯობესებული ინგლისურით –  “ბექას სკოლის” მასწავლებლები საუბრობენ სასწავლო პროცესის შესახებ

2024 წელს ,,ბექას სკოლა” ახალი ჯგუფებით ეგებება. სწავლა 22 იანვარს იწყება და მსურველებს შეუძლიათ საკუთარ საჭიროებებზე მორგებული ინგლისური ენის კურსი აირჩიონ. 

სკოლა მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს – ექსპრეს სასაუბრო ინგლისურის კურსი მათთვისაა, ვინც გარკვეულ დონეზე იცის ინგლისური, მაგრამ ამ დონის შესაბამისად ვერ საუბრობს პრაქტიკის ნაკლებობის გამო.  შესაძლებელია როგორც ონლაინ კურსის არჩევა, ისე ფიზიკურ სივრცეში სწავლა. 

ზოგადი ინგლისურის კურსი კი სკოლის ყველაზე სიღრმისეული კურსია, რომელიც 4 თვეს გრძელდება და მოიცავს ენის ყველა კომპონენტს: Speaking, listening, reading, writing, grammar და vocabulary.

,,ბექას სკოლაში” ინგლისური ენის ყველა კურსი ქართველ მოსწავლეებზეა მორგებული, რომელსაც როგორც უცხოელი, Native speaker, ისე ქართველი მასწავლებლები უძღვებიან.

სკოლამ საქმიანობა 2016 წელს დაიწყო, სულ რაღაც 2 მასწავლებლით და დღეს ,,ბექას სკოლა” 40-მდე თანამშრომელსა და 10 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს. 

სწავლების უნიკალურ მეთოდებსა და სკოლის განსხვავებულობაზე ერთ-ერთმა მოსწავლემ უკვე ისაუბრა სტატიაში: “ბექას სკოლა” – უფრო მეტი ვიდრე სასწავლო ცენტრი (ოღონდ მართლა). ამჯერად სკოლის მასწავლებლები გვიყვებიან რა ხდის ,,ბექას სკოლას” გამორჩეულს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.

https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/01/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D.jpg

თამარ გელიაშვილს სწავლების სფეროში 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს და ის სასწავლო პროცესში მრავალფეროვან სტრატეგიებსა და მეთოდებს იყენებს ეფექტური და დინამიკური გაკვეთილებისთვის. თამარი ინგლისური ფილოლოგიის, განათლების მეცნიერებების, განათლების პოლიტიკისა და თარგმანის თეორიისა და პრაქტიკის კურსდამთავრებულია და ბექას სკოლაში ზოგადი ინგლისური ენის კურსს უძღვება. ამავდროულად, ის ბექას სკოლის ქართველი მასწავლებლების ფასილიტატორია. 

თუ არსებობს რამე კონკრეტული სფერო/მიმართულება, სადაც ქართველი სტუდენტები განსაკუთრებით წარჩინებულები არიან, ან პირიქით, ყველაზე მეტად უჭირთ?

შეიძლება გამოვყოთ ორი მიმართულება: გამოთქმა და გრამატიკა.

ქართულ ენაში ბევრი თანხმოვანი გვაქვს, ამიტომ სტუდენტებს გარკვეულწილად პირის აპარატი მიჩვეული აქვთ და ენის სწავლის პროცესში ყველაზე მეტად ფრაზებისა და სიტყვების გამოთქმა უადვილდებათ.
იგივე შეგვიძლია ვთქვათ გრამატიკაზე. ქართული ენისგან განსხვავებით, ინგლისურში ბევრად მარტივი გრამატიკაა. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ენის ამ ნაწილის შესწავლა, დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.

რაც შეეხება ყველაზე რთულ ასპექტს, ინგლისურში ერთ კონკრეტულ სიტყვას ზოგჯერ რამდენიმე მნიშვნელობა აქვს, რადგან პოლისემანტიკურ ენის რიცხვს მიეკუთვნება. ამიტომ ამ ნაწილის ალღოს აღება შეიძლება შედარებით მეტ დროსა და მუშაობას მოითხოვდეს.

ახლახან ,,ბექას სკოლაში” კემბრიჯის ონლაინ პლატფორმა დანერგეთ. რამდენად მოსახერხებელია ეს პლატფორმა და როგორ გეხმარებათ მასწავლებლებს, რომ უფრო ეფექტურად მართოთ სწავლების პროცესი?

კემბრიჯის ონლაინ პლატფორმა ჩვენთვის აქამდე ცნობილი პლატფორმებისგან განსხვავდება. არის ბევრად თანამედროვე, მარტივი და შედეგზე ორიენტირებული როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის.

ჩვენ შეგვიძლია თვალი ვადევნოთ მოსწავლის სწავლის პროგრესს, პროცენტულობით გამოვთვალოთ მათი შედეგი. ამავე მეთოდით მოსწავლეებსაც შეუძლიათ შეაფასონ თავიანთი მიმდინარე დონე.

პლატფორმა გვთავაზობს ინტერაქციულ დავალებებს და მარტივი წვდომის ფუნქციას. ჩვენი მოსწავლეების უმრავლესობა მუშაობს, მათთვის დრო და მათზე მორგებული გრაფიკი მნიშვნელოვანია. პროგრამის საშუალებით კი დავალებებზე წვდომა ნებისმიერი წერტილიდან და მოწყობილობიდან არის შესაძლებელი, რაც ამარტივებს როგორც პროცესს, ასევე ეფექტიანობის დონესაც ამაღლებს.

ამასთან ერთად შეგვიძლია ვნახოთ კონკრეტულად რომელ ასპექტში უჭირთ მოსწავლეებს და რომელი უნარის გაუმჯობესებას საჭიროებენ.

როგორ აბალანსებ სახალისო და საინტერესო გაკვეთილებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოსწავლეებმა ეფექტურად აითვისონ ენის მნიშვნელოვანი ასპექტები?

გარემოს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მოსწავლეები მეგობრულ, თავისუფალსა და პოზიტიურ სივრცეში ითვისებენ ენას. ეფექტიანი და, რაც მთავარია, შედეგის მოკლე დროში მისაღებად მსურველებს ზოგადი ენის კურსებს ვთავაზობთ, რომელსაც ორი მასწავლებელი უძღვება – ქართველი და უცხოელი.

ქართველ მასწავლებელთან თეორიული ცოდნის ათვისების შემდეგ, როგორიცაა: გრამატიკა, ლექსიკა, პრაქტიკული სავარჯიშოები, მოსწავლეები მიღებულ ცოდნას უცხოელ მასწავლებელთან პრაქტიკაში იყენებენ. საუბართან და სავარჯიშოების კეთებასთან ერთად, ისინი სხვადასხვა სახის აქტივობაში ერთვებიან, რაც პროცესს ბევრად უშუალოსა და შედეგზე ორიენტირებულს ხდის.

,,ბექას სკოლაში” ქართველი მასწავლებლების ფასილიტატორიც ხარ. რა სტრატეგიებსა და რჩევებს იყენებთ მათი სწავლების მეთოდების გასაუმჯობესებლად და მოსწავლეებთან ეფექტურად დასაკავშირებლად?

ჩემი, როგორც ფასილიტატორის მთავარი მოვალეობა ხარისხის უზრუნველყოფაა. თუმცა ამასთან ერთად „ბექას სკოლას“ ბევრად მაღალი მიზანი აქვს. ბექასა და მის თანამშრომლებს ენის მიმართ დიდი სიყვარული ამოძრავებთ, სწორედ ეს სიყვარული გვინდა გადავცეთ მოსწავლეებსაც. ამიტომ ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა მასწავლებელი სწავლების ერთნაირ მეთოდიკას იყენებდეს და მათი ენთუზიაზმი მოსწავლეებისთვისაც გადამდები იყოს, რადგან სწორედ ასეთი მიდგომები და ჯანსაღი გარემო ქმნის კომფორტს და ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის სწავლის პროცესსაც სახალისოს ხდის.

ვცდილობ ეს დინამიკა მუდმივად ვაკონტროლო, არ გამომეპაროს საკვანძო დეტალები და ვუსმინო როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეების უკუკავშირს. ეს შედეგის გაუმჯობესებაში ყოველთვის მეხმარება.

 სამაგიდო თამაშები სწავლების ერთ-ერთი სახალისო გზაა. ოდესმე თუ გამოგიყენებია სამაგიდო თამაშები, როგორც საგანმანათლებლო ინსტრუმენტი ინგლისურის სწავლებისას და თუ ასეა, რომელი თამაშები იყო ყველაზე ეფექტური?

პირადად მე, სამაგიდო თამაშები ძალიან მიყვარს. რაც უფრო უშუალო და თავისუფალი იქნება სწავლის პროცესი, შედეგი მით უფრო ეფექტიანი იქნება. ამ დროს მოსწავლეებს ეხსნებათ კომუნიკაციის ბარიერი, არ ეშინიათ შეცდომების და იქ გამოყენებული ფრაზეოლოგია ან სიტყვებიც ბევრად მარტივად იბეჭდება მათ გონებაში.

აქედან გამომდინარე, როდესაც მქონია საშუალება, ყოველთვის მივმართავდი ამ მეთოდს. ენის გასაუმჯობესებლად საუკეთესო სამაგიდო თამაშებია: Scrabble, codenames,taboo, scattergories, Really loud librarians და ჩემი ფავორიტი – story cubes.

ჯოზეფ ლეო სმიტი 10 წელზე მეტია განათლების სფეროში მოღვაწეობს. სწავლებასთან ერთად, წერითა და რედაქტორობით არის გატაცებული და ამჟამად ზოგადი ინგლისური ენის კურსს უძღვება ,,ბექას სკოლაში”. 

https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/01/%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%98.jpg

რა იყო მიზეზი გესწავლებინა  ინგლისური ენა, განსაკუთრებით ისეთ უცხო კულტურულ გარემოში, როგორიც საქართველოა?

სახლიდან სრულ განაკვეთზე ვმუშაობ, როგორც კოპირაიტერი და რედაქტორი და ყოველთვის მსურდა მეტი სოციალიზაცია. სწავლება შესანიშნავი გზაა ხალხთან ურთიერთობის დასამყარებლად და ადგილობრივი კულტურის  უკეთ გასაცნობად.

ასევე ძალიან საინტერესო გამოცდილებაა მოსწავლეებთან ურთიერთობა, როცა მათი მშობლიური ენა არ იცი. ეს სიტუაცია მოითხოვს განსხვავებულ მეთოდებსა და კრეატიული გზების მოფიქრებას, რათა გაზიარებული ინფორმაცია მოსწავლისთვის მაქსიმალურად მარტივად აღსაქმელი იყოს. ,,ბექას სკოლაში” სწავლება მეხმარება გონება ყოველთვის მოქნილ მდგომარეობაში შევინარჩუნო, ცოდნა უამრავ ადამიანს გავუზიარო და ბევრი რამ გავიგო ადგილობრივი ცხოვრების შესახებ.

რა აუცილებელი თვისებებია საჭირო ენის სწავლებისას?

მასწავლებლობა და ცოდნის გაზიარება ჩემთვის ძალიან საინტერესო პროცესია და ყველაფერს ვაკეთებ, რომ მოსწავლეები ხედავდნენ ჩემს ამ ინტერესს. თუ მასწავლებელს არ აქვს ენთუზიაზმი და ინტერესი, მაშინ ნებისმიერი ტექნოლოგია ან სხვა ხელსაწყო, რომელიც არ უნდა ჩართოს სწავლის პროცესში, ვერ იქნება ეფექტური. 

გაქვთ საიდუმლო რეცეპტი, როგორ აქციოთ ხანდახან მოსაწყენი სავარჯიშოები ჩამთრევ აქტივობად?

მე ვფიქრობ, რომ სავარჯიშოები მოსაწყენია, როდესაც მათი გაკეთების მიზანი არ არის ნათელი. მაქსიმალურად ვცდილობ მოსწავლეებს არ მივცე ისეთი დავალებები, რომელსაც ისინი მექანიკურად შეასრულებენ და უბრალოდ ვალდებულებას მოიხდიან.

შეგიძლიათ გაგვიზიაროთ სწავლების დასამახსოვრებელი მაგალითი, რომელიც გქონდათ ,,ბექას სკოლაში”?

მე მჯერა, რომ გაზიარება სწავლისა და განათლების საფუძველია. გასულ ზაფხულს ერთ-ერთ გაკვეთილზე სტანდარტულად მივყვებოდით გაკვეთილის გეგმას, როცა მოსწავლეებმა დაიწყეს საქართველოს ისტორიის მოყოლა. მივხვდი, რომ მათ სურდათ ამ თემაზე დარჩენა, მე კი მეტი მინდოდა გამეგო საქართველოს შესახებ. ამიტომ, არ გავაწყვეტინე. მოსწავლეებმა ისაუბრეს სხვადასხვა საინტერესო თემაზე, მე კი საჭიროებისამებრ ვუსწორებდი და რჩევებს ვაძლევდი, როგორც გადმოეცათ სათქმელი უკეთ. 

იუმორის მიმართ შენი დამოკიდებულების გათვალისწინებით, ოდესმე თუ გამოგიყენებია სთენდ-აფ შოუ, როგორც სასწავლო ინსტრუმენტი?

სწავლების გამოცდილებამ მომცა საშუალება გამომემუშავებინა სტუდენტების მოსმენისა და პასუხის გაცემის უნარი. მასწავლებელი ყოველთვის მზად უნდა იყოს, რომ  მოარგოს სასწავლო გეგმა სპეციფიკურ სიტუაციებს. ზოგჯერ, ეს თითქოს Stand Up-ს ჰგავს, მაგრამ ასევე უნდა შევახსენო ჩემს თავს, რომ თავიდან ავიცილო ზედმეტი TTT (Teacher Talking Time). თუ ეს მხოლოდ სთენდ აფ შოუა, მაშინ სტუდენტები საკმარისად არ საუბრობენ!

დაასახელეთ სამი საყვარელი რამ საქართველოში (გარდა აშკარა არჩევანისა: ხაჭაპური და ბექას სკოლა)

1) ქვეყნის მრავალფეროვნება. ყოველთვის ვვარაუდობდი, რომ პატარა ქვეყნები უფრო ჰომოგენური იყო, ვიდრე უფრო დიდი, მაგალითად, აშშ. საქართველომ ყველაზე მეტად გამაოცა. ყოველ რეგიონს თავისებური სამზარეულო, კულტურა და ფიზიკურ გარეგნობა ახასიათებს, სამეგრელოსა და სვანეთის შემთხვევაში კი ენაც განსხვავებულია.

2) ეროვნული ცეკვა. აღფრთოვანებული ვარ იმ ფაქტით, თუ როგორ ამაყობენ ადამიანები ცეკვის ტრადიციით და რომ ამდენმა ადამიანმა იცის ცეკვა. ძალიან მსიამოვნებს ქუჩაში საჯარო წარმოდგენების ყურება! ეს არ არის ის, რასაც სხვა ქვეყანაში ხშირად შეხვდები.

3) მთები. მე აშშ-ს ილინოისის შტატიდან ვარ. ილინოისი ძალიან ბრტყელია და საქართველოში სრულიად განსხვავებული გარემო დამხვდა. მიყვარს თუ როგორი მთა-გორიანია საქართველო და რომ მთა კულტურისა და ისტორიის ასეთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი