ახალი ამბებირეკლამა

იჩქარეთ, “ბექას სკოლა” ნოემბრიდან ინგლისურის ახალ კურსებს იწყებს

1 ნოემბერი, 2023 •
იჩქარეთ, “ბექას სკოლა” ნოემბრიდან ინგლისურის ახალ კურსებს იწყებს

Winter is Coming! და ყველა თავისებურად ემზადება ზამთრის სეზონისთვის. არც ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი “ბექას სკოლა” გეგმავს შესვენებას და ნოემბერისთვის უკვე ახალ ჯგუფებს აანონსებს.

კარი ყველასთვის ღიაა. თუ დამწყები ხარ და ახლა დგამ პირველ ნაბიჯებს, არ ინერვიულო, მარტო არ ხარ. ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იწყებს  სუფთა ფურცლიდან ინგლისურის სწავლას.

ზოგადი ინგლისური ენის კურსი ყოვლისმომცველი პროგრამაა და იდეალურია როგორც დამწყებთათვის, ისე ინგლისურის საფუძვლიანად შემსწავლის მსურველთათვის. საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ თუ გვინდა ენას საფუძვლიანად დავეუფლოთ, ამისთვის დაბალანსებული მიდგომა გვჭირდება. ზუსტად ამიტომ, “ბექას სკოლის” კურსი აერთიანებს ყველა აუცილებელ ენობრივ კომპონენტს: საუბარი, მოსმენა, კითხვა, წერა, გრამატიკა და ლექსიკა. 

ინგლისური ნულიდან – დამწყები დონე 

პირველ ეტაპზე უმჯობესია, მოსწავლესთან მშობლიურ ენაზე მოსაუბრე მასწავლებელი მუშაობდეს. საწყის დონეებს –  A1 და A2 – “ბექას სკოლაში” ქართველი მასწავლებელი უძღვება.

“ბექას სკოლის” ყველა კურსი მთლიანად მორგებულია ქართველ მოსწავლეებზე. სკოლის გუნდმა დიდი ხანი იმუშავა, რათა შემუშავებულიყო პროგრამა, რომელიც იქნებოდა უნიკალური და ქართულ რეალობასთან თანხვედრაში.

დამწყებ დონეზე დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეებმა მიიღონ თავდაჯერება და არ ჰქონდეთ პრობლემა წამოიწყონ მარტივი საუბრები. “ბექას სკოლას” არაერთი საინტერესო აქტივობა და ინტერაქციული სავარჯიშო აქვს, რისი საშუალებითაც სტუდენტებს უმარტივდებათ საუბარსა და მოსმენაში ვარჯიში.

საშუალო და მაღალი დონეები

მომდევნო დონეებზე – B1, B1+, B2, C1 – საქმეში უკვე უცხოელი, native speaker მასწავლებლები ერთვებიან. კვირაში ერთხელ გრამატიკას ისევ ქართველი მასწავლებლები ასწავლიან, თუმცა კვირაში ორჯერ – უცხოელ მასწავლებელთან ტარდება გაკვეთილები.

მოსწავლეები უფრო აქტიურად გაივლიან ინგლისურ გრამატიკას და დახვეწენ ლექსიკას. რაც მთავარია, მათ უკვე შეეძლებათ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი და ამავდროულად გაიაზრონ ყოველდღიური საუბრები. 

“ბექას სკოლამ” კემბრიჯის ახალი პლატფორმა დანერგა

შემოდგომის სეზონი სკოლამ სიახლეებით დაიწყო. კემბრიჯის სასწავლო პლატფორმა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია აკადემიურ სივრცეში და “ბექას სკოლამ” მოახერხა, ის ქართველი მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა.

  • კემბრიჯის ახალი სახელმძღვანელო აერთიანებს როგორც წიგნის ციფრულ და ორიგინალ ვერსიებს, და მოიცავს – Student Book და Work book-ს.
  • Digital Workbook თანამედროვე მიდგომებითაა შექმნილი. ტრადიციული საშიანო დავალებებისგან განსხვავებით, Digital Workbook ინტერაქციულ ელექტრონულ სავარჯიშოებს მოიცავს, რომლის შესრულებაც მოსწავლეს ნებისმიერ დროს შეუძლია, თავისივე ტელეფონიდან ან ლეპტოპიდან.
  • მასწავლებელი ლაივ რეჟიმში ხედავს მოსწავლის აქტივობას – რა დრო დახარჯა პლატფორმაზე, დავალებები როგორ შეასრულა, რა შედეგი აქვს, რა ნაწილში უჭირს და სად სჭირდება დახმარება.
  • წერითი და “სფიქინგის” დავალებები პლატფორმაზევე კეთდება და იქვე იღებს მასწავლებლისგან უკუკავშირსაც.
  • ყოველი Unit-ის შემდეგ, მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს შეავსოს ინტერაქტიული ტესტი და გადაამოწმოს, რამდენად კარგად გაიგო მასალა.
  • დამატებით, პლატფორმაზე კეთდება შუალედური და საბოლოო ტესტები.  პროგრესს ხედავს როგორც მოსწავლე, ისე მასწავლებელი და სკოლა. ამ ტესირების შედეგების საფუძველზე ხდება მოსწავლის შემდეგ დონეზე გადაყვანა და სერტიფიკატის გაცემა.

კურსების მრავალფეროვნება და ინოვაციური მეთოდები

ექსპრეს სასაუბრო ინგლისურის კურსი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამაა “ბექას სკოლაში”. სპეციალური ექსპრეს სასაუბრო კურსი სწრაფ შედეგზეა ორიენტირებული და კვირაში 5 დღე უცხოელ მასწავლებელთან ინტენსიურ გაკვეთილებს გულისხმობს.

პროგრამის მიზანია, რომ მოსწავლეს უცხო ენაზე საუბრის კომპლექსი მოეხსნას და მაქსიმალურად სწრაფად მოახერხოს სალაპარაკო ინგლისურის გუმჯობესება. “ბექას სკოლამ” სპეციალურად ამ კურსისთვის სრულიად ახალი კურიკულუმი შექმნა და შეუსაბამა სასწავლო მასალები. კურსი ორიენტირებულია საუბრის პრაქტიკაზე და აუცილებლად აღსანიშნია ის ფაქტი, რომ მოსწავლეებს არ მოუწევთ საშინაო დავალების შესრულება.

დღესდღეობით ბიზნეს სასაუბრო ინგლისური ნებისმიერ სფეროში დასაქმებული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საერთაშორისო დონეზე ინგლისურად კომუნიკაცია შესაბამის ცოდნასა და უნარებს საჭიროებს. 

ექსპრეს სასაუბრო კურსის მსგავსად, ბიზნეს ინგლისურის პროგრამაც სწრაფ შედეგზეა ორიენტირებული. კურსი ორ თვეს გრძელდება და გაკვეთილები ყოველდღიურად ტარდება. ბიზნეს კურსი არ მოიცავს საშინაო დავალებას.

კურსი ძალიან დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ბიზნესის სქილები – მოლაპარაკებები, პრეზენტაცია, ბიზნეს სმოლ თოქი, ზრდილობიანი კომუნიკაცია ინგლისურად, ფიჩინგი, სატელეფონო საუბარი, იმეილის წერა და ა. შ.

კურსი მოზარდებისთვის

ზოგადი ინგლისურის კურსი მოზარდებისთვის სრულიად ახალი კურსია, რომელზეც “ბექას სკოლამ” წლების განმავლობაში შეიმუშავა. 

მოზარდებისთვის განკუთვნილი პროგრამა 11-13 წლის და 14-16 წლის მოზარდების ჯგუფებითაა დაკომპლექტდებული და კურსი 18 სექტემბერს დაიწყო, თუმცა, ჯერ კიდევ არის შესაძლებელი ახალი მოსწავლეების დამატება ჯგუფებში. გარდა ასაკისა, მოსწავლეები იყოფიან ინგლისური ენის ცოდნის დონის მიხედვითაც.

მოსწავლის პროგრესი უფრო თვალსაჩინო რომ იყოს, ამისთვის მათ პერიოდულად აქვთ ქვიზები, რაც მასწავლებელს, მოსწავლეს თუ მშობელს, აჩვენებს რა გზა გაიარა მოსწავლემ და რა შედეგები აქვს. კემბრიჯის პლატფორმა ამ შემთხვევაშიც იძლევა საშუალებას, რომ მშობელს მუდმივი წვდომა ჰქონდეს საკუთარი შვილის პროგრესზე. მშობელს ნებისმიერ დროს შეუძლია ნახოს რა შედგები აქვს მოზარდს, დავალებებზე როგორ ასრულებს, როგორ პროგრესირებს და ა.შ.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ჯგუფს ყავს კურატორი. კურატორს აქტიური კომუნიკაცია აქვს მშობელთან და აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას: როგორია მისი შვილის პროგრესი, მასწავლებლის შეფასება, ქვიზების შედეგები და დასწრების აღრიცხვა. მშობელს აქვს საშუალება, თავად დაუკავშირდეს კურატორს და მიიღოს ნებისმიერი მისთვის საინტერესო ინფორმაცია სასწავლო პროცესთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ სწავლა 13 ნოემბერს იწყება. ასე რომ, იჩქარეთ, სანამ ჯგუფებში ადგილი ჯერ ისევ არის! 

მასალების გადაბეჭდვის წესი