დღეს, დამსაქმებლის შერჩევისას, შრომის ანაზღაურება ერთადერთ კრიტერიუმს აღარ წარმოადგენს. სამსახურის დაწყებამდე ინტერვიუერი უფრო და უფრო მეტ კითხვას სვამს კომპანიის შიდა კულტურაზე, თანამშრომლების განვითარებასა და განათლებაში კომპანიის მიერ წვლილის შეტანასა და სხვა მსგავს დეტალებზე.
თანამშრომლებზე ზრუნვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა მათ პიროვნულ თუ პროფესიულ ზრდასა და განათლებაში ინვესტიციაა. სიტყვა “ინვესტიციაც” შემთხვევითი არ არის, რადგან თანამშრომლების ინდივიდუალური განვითარება, კომპანიის წარმატებაზეც პირდაპირ აისახება.
ნებისმიერი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლისთვის ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია, განურჩევლად საქმიანობის სფეროსა და პოზიციისა.
ჩვენი განათლების სისტემა კი ხშირ შემთხვევაში ინგლისური ენის ცოდნის მაღალ დონეს ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები გუნდში ინგლისური ენის გასაუმჯობესებლად ხშირად, ინგლისური ენის შემსწავლელ ცენტრებს მიმართავენ. თუ თქვენც თავს ასეთ კომპანიათა რიგებს მიაკუთვნებთ, მაშინ ეს ინფორმაცია დაგაინტერესებთ, რადგან საქართველოში ყველაზე პოპულარური ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი, “ბექას სკოლა” საკმაოდ ხელსაყრელი პირობებით კომპანიებს კორპორაციულ სერვისს სთავაზობს.
ინგლისურის კურსების კორპორაციულ სერვისზე მეტი ინფორმაციის მისაღებად, “ბექას სკოლის” თანადამფუძნებელს და გენერალურ მენეჯერს – ნატალი ქენქაძეს გავესაუბრეთ.
მოკლედ მოგვიყევით თქვენი ცენტრის შესახებ და რამდენი ხანია რაც კომპანიებს ასწავლით?
“ბექას სკოლა” 2016 წელს შევქმენით, დღეისთვის 10 000-მდე ადამიანს აქვს ჩვენთან კურსი გავლილი და საშუალოდ 400-მდე მუდმივი მოსწავლე გვყავს. დაინტერესებულ ადამიანებს მათი საჭიროებების შესაბამისად სხვადასხვა ტიპის კურსებს ვთავაზობთ. აქამდე მხოლოდ ზრდასრულებს ვასწავლიდით, ახლა კი უკვე მოზარდებისთვისაც შევქმენით ახალი კურსები და ერთი სული გვაქვს, როდის დავიწყებთ სპეციალურად თინეიჯერებისთვის შექმნილ კურსს! გარდა ფასიანი კურსებისა, უამრავ უფასო რესურს ვთავაზობთ ინგლისური ენის შესწავლით დაინტერესებულ ადამიანებს, რომელზე კომუნიაციაც აქტიურად გვაქვს ჩვენს სოციალურ ქსელებში.
Რაც შეეხება კორპორაციულ სერვისს, 2017 წლიდან დავიწყეთ სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ბიზნეს კომპანიებთან თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც, მათ თანამშრომლებს ვასწავლით ინგლისურ ენას. დღემდე 50-მდე ორგანიზაციას გავუწიეთ მსგავსი მომსახურება. Მათ შორის: რადიო თავისუფლება, UNDP, Mcdonald’s, Procredit Bank, პაშა ბანკი, Adjarabet, CAT, Caparol, CSRDG, Azry, Prodware, Diplomat Georgia, Karcher, Clip-Art და სხვა.”
მოგვიყევით, ზუსტად რას გულისხმობს “ბექას სკოლის” კორპორაციული სერვისი?
ჩვენი მიზანია, სწრაფად და ეფექტურად ვასწავლოთ კომპანიის გუნდს თანამედროვე გამოყენებითი ინგლისური ენა.
გაკვეთილების ხანგრძლივობას, პერიოდულობას და ადგილმდებარეობასაც კომპანია ირჩევს თანამშრომლების სურვილიდან გამომდინარე. უმეტეს შემთხვევაში, ყველასთვის უფრო კომფორტული ონლაინ გაკვეთილებია, თუმცა შესაძლებელია გაკვეთილების ჩატარება დამკვეთი კომპანიის ოფისშიც.
რაც შეეხება სწავლების მეთოდოლოგიას, ის მაქსიმალურადაა დაფუძნებული თანამედროვე მიდგომებზე და ადაპტირებულია ქართველ მოსწავლეებზე.
იქიდან გამომდინარე, რომ გვყავს ქართველი და უცხოელი მასწავლებლების საკმაოდ დიდი გუნდი, მათგან ყველაზე შესაფერისს ვურჩევთ ხოლმე კონკრეტულ კომპანიას.
კურსის ბოლოს, თანამშრომლები იღებენ ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს და ნებისმიერ დროს უსასყიდლოდ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ჩვენს არაფორმალურ აქტივობებში.
როგორ აფასებთ ხოლმე კურსის განმავლობაში კომპანიის თანამშრომელთა პროგრესს?
ყოველი თვის ბოლოს, ორგანიზაცია იღებს მასწავლებლის მიერ დაწერილ ინდივიდუალურ რეპორტს, სადაც თითოეული თანამშრომლის პროგრესის შესახებ ვაწვდით ინფორმაციას. ასევე, კომპანიას ვუზიარებთ თანამშრომელთა გაკვეთილებზე დასწრების აღრიცხვასაც, რომ მათ ჰქონდეთ მუდმივი წვდომა კურსის მიმდინარეობის შესახებ და თუ რომელიმე თანამშრომელი ვეღარ ახერხებს გაკვეთილებზე დასწრებას, დროულად ჩანაცვლდეს ახალი თანამშრომლით, რათა ორგანიზაციის რესურსი ეფექტიანად დაიხარჯოს.
ზოგადი და ბიზნეს ინგლისურის კურსებზე, თანამშრომლები ავსებენ პრე და პოსტ ტესტებს, რაც მთლიანი კურსის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს აჩვენებს.
გარდა ამისა, მუდმივად კავშირში ვართ კომპანიასთან და ვიღებთ უკუკავშირს როგორც მენეჯმენტისგან, ისე მოსწავლეებისგან კურსის მიმდინარეობის შესახებ, რათა საჭიროების შემთხვევაში, დროულად გამოვასწოროთ ყველა შესაძლო ხარვეზი.
მაქსიმალურად მოქნილები ვართ როგორც დაგეგმვის, ისე აღსრულების ეტაპზე, რაც გულისხმობს ნებისმიერი ტიპის ცვლილების შეტანას სასწავლო პროცესში, თანამშრომელთა სურვილის და საჭიროების გათვალისწინებით. ჩვენთვის, ისევე როგორც დამკვეთისთვის მთავარია შედეგი და კმაყოფილი მოსწავლეები და კომპანიის მხარე, ეს ჯანსაღი, გამჭვირვალე და ორმხრივი პროცესია.
რომლებია ყველაზე ხშირად მოთხოვნადი კურსები?
ჩვენი ყველაზე ხშირად მოთხოვნადი კურსია ზოგადი ინგლისურის კურსი, რომელიც “ბექას სკოლის” ყველაზე სიღრმისეული კურსია. ის თავისი შინაარსით და მიდგომებით სრულად არის მორგებული ქართველ სტუდენტზე. ამ კურსის გავლა ნებისმიერი ცოდნის დონის მქონდე ადამიანს შუეძლია, დამწყებიდან – უმაღლესი (Advance) დონის ჩათვლით და იგი ენის ყველა კომპონენტს მოიცავს (Speaking, Listening, Reading, Writing, Grammar, Vocabulary).
ხშირად, სასაუბრო ინგლისური უფრო რთულად ვითარდება ენის სხვა კომპონენტებთან შედარებით. სწორედ ამისთვის “ბექას სკოლამ” ექსპრეს სასაუბრო ინგლისურის კურსი შექმნა, რომელიც უცხოელ მასწავლებელთან გაკვეთილებს მოიცავს და ემსახურება გონებაში არსებული პასიური ცოდნის გააქტიურებას, კომპლექსების მოხსნას და ინგლისურად ალაპარაკებას.
კომპანიებისთვის ხშირად საინტერესოა ბიზნეს ინგლისურის და ბიზნეს სასაუბრო ინგლისურის კურსებიც, რომელიც ზემოთ აღნიშნული კურსების ბიზნეს ვერსიებია.
შეუძლია თუ არა ორგანიზაციას, თავისი საჭიროებების გათვალისწინებით გთხოვოთ კურსის ადაპტაცია?
რა თქმა უნდა. ხშირად გვაქვს ხოლმე შემთხვევები, როცა კომპანიის საქმიანობის სფეროდან გამომდინარე მათთვის საჭირო ტერმინოლოგიას, დიალოგებს თუ “ქეისებს” ვაინტეგრირებთ სასწავლო პროგრამაში, რათა სასურველი შედეგი კურსისგან რაც შეიძლება მალე მივიღოთ.
მოგვიყევით, ვინ არიან თქვენი მასწავლებლები?
ამ ეტაპზე, “ბექას სკოლა” აერთიანებს 25-ზე მეტ ქართველ და უცხოელ (native speaker) მასწავლებელს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ძირითადად უფრო ამერიკულ ინგლისურს ვასწავლით, გუნდში ამერიკელი მასწავლებლები ჭარბობენ, თუმცა, ასევე გვყავს ბრიტანელი და სამხრეთაფრიკელი მასწავლებლებიც.
ზოგადად, გვაქვს ასეთი მიდგომა რომ გრამატიკულ ნაწილს ქართველი მასწავლებლები ასწავლიან, ხოლო სასაუბრო ნაწილს აუცილებლად უცხოელი მასწავლებლები. თუმცა, ხშირად, კორპორაციული სერვისის შემთხვევაში, გრამატიკისთვისაც უცხოელი მასწავლებლებს ირჩევენ B1 დონის ზემოთ.
რა პროცესი უნდა გაიაროს კომპანიამ თქვენთან ინგლისურის კურსების დასაწყებად?
Პირველ ეტაპზე ვიგებთ, თუ რა მოთხოვნები და საჭიროებები აქვს ორგანიზაციას, შემდეგ კი ვთავაზობთ მათთვის შესაფერის კურსს ან კურსების ადაპტირებულ ვერსიას მათი სურვილების გათვალისწინებით.
კურსების ღირებულება ითვლება საათობრივად და არა თანამშრომელთა რაოდენობის მიხედვით. ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა კი შესაძლოა იყოს 1-დან 10-მდე.
საბოლოო პირობებზე ჩამოყალიბების შემდეგ, კომპანიის თანამშრომლები ავსებენ ჩვენი ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასების ონლაინ ტესტს, რის შემდეგაც ჩვენს უცხოელ მასწავლებელთან გადიან გასაუბრებას სასაუბრო ინგლისურის დონის დასადგენად. ერთი დონის მქონე თანამშრომლებისგან კი საბოლოო ჯგუფებს ვადგენთ.
კურსის პერიოდში მუდმივ კონტაკტზე ვართ ჩვენს პარტნიორებთან, მუდმივად ვცვლით უკუკავშირს და ვცდილობთ, ვიყოთ მაქსიმალურად მოქნილები, რომ დასახულ მიზნებს დროულად და ეფექტურად მივაღწიოთ.