ახალი ამბებირეკლამა

“დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბანაკის“ გამარჯვებულები ცნობილია

14 ნოემბერი, 2023 • 1012
“დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბანაკის“ გამარჯვებულები ცნობილია

დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბანაკსორი გამარჯვებული ჰყავს. 6000-6000 ლარიანი ჯილდო, ორმა გუნდა ისეთი გამოძიებების ჩასატარებლად, მიიღო რომელიც მიზნად ისახავს ტიტტოკზე, დეზინფორმაციის აქტორების/გზავნილების გამოძიებას და ახალგაზრდების, კონკრეტულად კი Gen Z-ის მიმართ, პოლარიზაციისა და პოლიტიკური მანიპულაციების თემის ანალიზს. ბანაკი, რომელმაც სტარტი სექტემბრის თვეში აიღოშერჩევის ეტაპზე 200-მდე მსურველს აერთიანებდა.

 შერჩევიდან, სამუშაო ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა მხოლოდ 54 ჟურნალისტს, მკვლევარს და მონაცემთა ბაზებზე მომუშავე ანალიტიკოსს მიეცა. გამოცდილი მენტორების დახმარებით, მონაწილეები გაეცნენ ტექნიკებს თუ როგორ დააინტეგრირონ  ინოვაციური ტექნოლოგიები, კვლევის და გამოძიების პროცესში. ბანაკი დასკვნით ეტაპზე, მონაწილეები გაერთიანდნენ 9 ჯგუფში და დაიწყეს საკონკურსო თემებზე მუშაობა.

სამუშაოდ, გუნდებმა ისეთი თემები შეარჩიეს, როგორიცაა: რუსული პროპაგანდის გავლენა ემიგრანტებზე, ტიტტოკის გამოყენება დეზინფორმაციის მასშტაბის და ეფექტის გასაზრდელად, დეზინფორმაციის აქტორები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსულჩინური პროპაგანდა საქართველოში და სხვა. 11 ნოემბერს, DataFest-ის ფარგლებში, ჟიურიმ რომელიც 6 დარგის სპეციალისტისგან შედგებოდა, 9 გუნდიდან 2 გამარჯვებული გამოავლინა

გამარჯვებული გუნდები, ერთხმად აღნიშნავენ, რომ ბანაკი იყო უნიკალური შესაძლებლობა და გამოცდილება, მიეღოთ ინფორმაცია უახლესი თემების, ხელსაწყოებისა და ზოგადად დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდების შესახებ. 

ბანაკის თანაორგანიზატორი, ForSet-ის წარმომადგენელი ჯუბო ბერიძიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ შესაძლებლობაზე, რომელიც ბანაკმა მისცა, როგორც მონაწილეებს ასევე ქვეყანას

ეს არის უნიკალური პროექტი, სადაც ჩვენ Zinc Network-თან ერთად შევძელით ერთმანეთთან დაგვეკავშირებინა, კვლევა და თანამედროვე ტექნოლოგიები. შედეგად მივიღეთ პროექტები სადაც მონაცემთა ანალიტიკოსები და ჟურნალისტები იყენებენ თანამედროვე ხელსაწყოებს და დროის უმოკლეს მონაკვეთში ამხელენ დეზინფორმაციის გამავრცელებლებს, მათ კონტენტს ავრცელებენ და იმას თუ ვისზეა ეს დეზინფორმაცია მიმართული. ამგვარი, მონაცემზე დამყარებული ინფორმაცია ასევე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გამოვლინდეს დეზინფორმაციის აქტორების მთავარი და დამალული მიზნები.“ – აცხადებს ბერიძიშვილი.

ბანაკის ორგანიზატორი Zinc Network- უკვე მეორე წელია აქტიურად მუშაობს, რომ გააერთიანოს დეზინფორმაციის თემებზე მომუშავე მხარეები და გაზარდოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ეფექტურობა

ამგვარი წამოწყებები გვეხმარება გავაერთიანოთ სხვადასხვა მხარის ძალისხმევა და მოვამზადოთ ახალგაზრდები დეზინფორმაციასთან საბრძოლველად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ დეზინფორმაციის ნაკადი AI ეპოქაში მუდმივად მზარდია. შეძენილი ცოდნით, გამარჯვებულები და სხვა გუნდები, რომლებმაც დაფინანსება ვერ მიიღეს თუმცა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა, შეძლებენ უფრო სიღრმისეულად წამოწიონ და გაშალონ დეზინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხები, დანერგონ ახალი თავიანთ საქმიანობაში ტექნოლოგიები და მეტად მობილიზდნენ დეზინფორმაციის ირგვლივ, რაც ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულება გახდა ჩვენი ევროპული მომავლისთვის.“ – ამბობს ანა, აბზიანიძე Zinc Network-ის ინოვაციების ლაბორატორიის ხელმძღვანელი.


გამარჯვებული გუნდები და მათი თემები

პირველი გუნდი თაობა Z: აღნიშნულმა გუნდმა IBEX-ის გამოყენებით – (ტექნოლოგია, რომელიც იყენებს მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებით, ახდენს სოციალურ მედიაში მონაცემთა კონსოლიდაციას, აანალიზებს ინფორმაციის ნაკადების ტენდენციებს და ავლენს სოციალურ მედიაში ქცევას.) გაანალიზამარტის თვეში (პროტესტი რუსულ კანონზე) დეზინფორმაციის ნაკადების გავრცელება სტუდენტებში და ამ დეზინფორმაციის გავრცელების შედეგად სტუდენტებში პოლარიზაციის ზრდა. გუნდი აპირებს კვლევის გაგრძელებას სტუდენტებთან ბმაში, იმის გამოსავლენად თუ როგორ აისახება დეზინფორმაცია მათ ქცევაზე. 

მეორე გუნდი ტიკტოკის გამოყენება დეზინფორმაციისთვის: ტიკტოკი ახალი და თანამედროვე მზარდი პლატფორმაა. როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში მისი მთავარი მომხმარებლები ახალგაზრდები არიან. სულ უფრო მეტად, ეს პლატფორმა ხდება უნიკალური ადგილი ახალგაზრდებამდე დეზინფორმაციის მისაწოდებლად. გუნდმა სწორედ ტიკტოკზე იკვლია ეს ნაკადები, აღმოაჩინა ანტიდასავლური აქტორები და ის თუ რა ინფორმაციის გავრცელებას ცდილობენ ისინი ახალგაზრდებში. გუნდის გეგმაა გაგრძელდეს კვლევა ამავე მიმართულებით

მესამე და მეოთხე გუნდები: ამ გუნდებმა კანადის მთავრობისგან მიიღეს საგარეო საფრთხეებთან დაკავშირებული ჯილდო  ისეთ თემების საკვლევად როგორიცაადეზინფორმაციის გავლენები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჩინური დეზინფორმაცია საქართველოში.


თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელსაც ბანაკის მონაწილეები დაეუფლნენ:

  • Datavision – კვლევისა და გამოძიებისთვის აგროვებს საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებს ღია საჯარო წყაროებიდან, ავლენს კავშირებს ადამიანებს, კომპანიებს, პოლიტიკურ პარტიებს შორის, გვაძლევს ინფორმაციას საკვლევი ობიექტის შესახებ რეალურ დროში და ახდენს ინფორმაციის და მონაცემთა ვიზუალიზაციას 
  • MediaSpeech – უზრუნველყოფს ვიდეო ან აუდიო კონტენტის ქართულ ენაზე ტრანსკრიფციას. მისი სიზუსტე Google-ის ანალოგიური ხელსაწყოს სიზუსტეს 10-ჯერ აღემატება
  • IBEX – იყენებს მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებით, ახდენს სოციალურ მედიაში მონაცემთა კონსოლიდაციასაანალიზებს ინფორმაციის ნაკადების ტენდენციებს და ავლენს სოციალურ მედიაში  ქცევას,

ბოლო წლებში, ქართული ტექნოლოგიური საზოგადოების მიერ დეზინფორმაციის კვლევის, გამოძიებისა და გაშუქების არაერთი ინოვაციური ხელსაწყო შეიქმნა, რომლის მხარდამჭერი USAID-ის ინფორმაციის სანდოობის პროგრამა იყო. ეს ხელსაწყოები მნიშვნელოვნად ამარტივებს და აუმჯობესებს კვლევის პროცესს. ხელსაწყოებს უკვე წარმატებით იყენებენ დარგის წამყვანი სპეციალისტები კორუფციასთან, დეზინფორმაციასთან, პროპაგანდასთან და სხვა საინფორმაციო მანიპულაციებთან საბრძოლველად. ბანაკს ერთობლივად ახორციელებენ ForSet და Zinc Network, USAID ფინანსური მხარდაჭერით

მასალების გადაბეჭდვის წესი