ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კირბალში ჩავიდნენ

9 ნოემბერი, 2023 • 1098
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კირბალში ჩავიდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სოფელ კირბალში, ოკუპანტების მიერ საქართველოს ერთი მოქალაქის მკვლელობისა და მეორეს გატაცებიდან მე-3 დღეს ჩავიდნენ.

“ქართული ოცნების” დეპუტატები ირწმუნებიან, რომ დამნაშავეები დაისჯებიან.

“ყველა ვაცნობიერებთ, რომ ოკუპირებულია ტერიტორია. ჩვენი იურისდიქცია იქ არ ვრცელდება. დამნაშავეები იდენტიფიცირებულები არიან, გამოძიება გრძელდება და როცა მიეცემა ჩვენ სახელმწიფოს [შესაძლებლობა], ბუნებრივია, იქნება რეაგირება. დამნაშავეები დაისჯებიან, ვერ დაემალებიან მართლმსაჯულებას”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

“აუცილებლად პასუხს აგებს დამანაშავე. შეიძლება დღეს ამის შესაძლებლობა არ გვაქვს, მაგრამ აუცილებლად ჩვენ ამას მოვესწრებით, ამის შესაძლებლობა მოგვეცემა და მსხვერპლი არ დარჩება პასუხის გარეშე. ეს პასუხი იქნება ჩვენი ქვეყნის გაერთიანება”, – ამბობს ბექა დავითულიანი.

6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა თამაზ გუნტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ისინი ჯერ სოფლის სასაფლაოზე იყვნენ, შემდეგ კი საოკუპაციო ხაზთან მდებარე ლომისის ეკლესიასთან მივიდნენ. ოსურ მედიაში გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, რომელიც, სავარაუდოდ, თამაზ გინტურის მობილურითაა გადაღებული, მათ ოკუპანტების მიერ აჭედილი ლომისის ტაძრის კარი ძალით გააღეს.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი