ახალი ამბები

ყველას ვთხოვ… დამიბრუნონ – ოკუპანტების მიერ გატაცებული კაცის ცოლი

9 ნოემბერი, 2023 • 1236
ყველას ვთხოვ… დამიბრუნონ – ოკუპანტების მიერ გატაცებული კაცის ცოლი

ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილის ცოლი სოფო ანდრიაძე ამბობს, რომ ქმრის ჯანმრთელობის  მდგომარეობის შესახებ არაფერი იცის.

“არაფერი არ ვიცი ჯანმრთელობის შესახებ. ყველას ვთხოვ, თუ ვინმეს დახმარება შეუძლია, რომ დამიბრუნონ. მეტს არაფერს ვითხოვ. ჯანმრთელი დაუბრუნონ თავის შვილებს, თავის ოჯახს […] მეც ველოდები, რა იქნება. მარტო იმას ვთხოვ ღმერთს, რომ ჯანმრთელი დაგვიბრუნოს”, – ამბობს დოთიაშვილის ცოლი.

ლევან დოთიაშვილი 6 ნოემბერს საკუთარი სოფლიდან ოკუპანტებმა გაიტაცეს, მისი თანასოფლელი, თამაზ გინტური კი მოკლეს. ოსურ მედიაში გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, რომელიც, სავარაუდოდ, თამაზ გინტურის მობილურითაა გადაღებული, მათ ოკუპანტების მიერ აჭედილი ლომისის ტაძრის კარი ძალით გააღეს.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დათიაშვილია დაჭრილი იყო, თუმცა მოგვიანებით, ერგნეთში ჩატარებულ შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იგი დაჭრილი არაა. ერგნეთში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქართული და ოსური მხარეები, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი