ახალი ამბებიხელოვნება

ეკა ჩავლეიშვილი ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს ნომინანტია

7 ნოემბერი, 2023 • 4060
ეკა ჩავლეიშვილი ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს ნომინანტია

მსახიობი ეკა ჩავლეიშვილი ფილმში – „შაშვი შაშვი მაყვალი” (რეჟისორი ელენე ნავერიანი) — განსახიერებული მთავარი როლისთვის 36-ე ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს ნომინანტია. მსახიობი მოხვდა კატეგორიის — „ევროპელი მსახიობი ქალი 2023″ — მოკლე სიაში.

ევროპულ ოსკარად წოდებული ჯილდოს ნომინანტთა მოკლე სია დღეს გამოქვეყნდა:

„შაშვი შაშვი მაყვალი” ელენე ნავერიანის მესამე სრულმეტრაჟიანია ფილმია, რომლის პრემიერაც გაიმართა წლევანდელ კანის კინოფესტივალზე დამოუკიდებელ სექციაში – „Quinzaine des cinéastes“.
სარაევოს ფესტივალზე ფილმმა მოიპოვა მთავარი პრიზი, ეკა ჩავლეიშვილი კი დასახელდა საუკეთესო მსახიობ ქალად.
 დაჯილდოება გაიმართება 9 დეკემბერს, ბერლინში.

მასალების გადაბეჭდვის წესი