ელენე ნავერიანის მიერ თამთა მელაშვილის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი „შაშვი შაშვი მაყვალი”, რომელიც ამჟამად მონაწილეობს სარაევოს კინოფესტივალის მთავარ კონკურსში, მოხვდა 36-ე ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს გრძელ სიაში.
View this post on Instagram
შერჩევის პირველ ეტაპზე აირჩა 19 ფილმი, რომელთა შორის 36-ე ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს ნომინანტები 7 ნოემბერს გამოვლინდებიან. დაჯილდოება გაიმართება 9 დეკემბერს, ბერლინში.
„შაშვი შაშვი მაყვალი” ელენე ნავერიანის მესამე სრულმეტრაჟიანია ფილმია, რომლის პრემიერაც გაიმართა წლევანდელ კანის კინოფეტივალზე დამოუკიდებელ სექციაში – „Quinzaine des cinéastes”.





