ახალი ამბებიკინო

„შაშვი შაშვი მაყვალს” ნიუ-იორკში აჩვენებენ

15 მარტი, 2024 • 1947
„შაშვი შაშვი მაყვალს”  ნიუ-იორკში აჩვენებენ

13 და 14 აპრილს ელენე ნავერიანის მესამე სრულმეტრაჟიან ფილმს „შაშვი შაშვი მაყვალი” აჩვენებენ ნიუ-იორკში. ჩვენებები გაიმართება თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა (MoMa) და „ლინკოლნ ცენტრში”:

  • 13 აპრილს 13:00 საათზე – თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.
  • 14 აპრილს 18:15 საათზე – ლინკოლნ ცენტრში.

ელენე ნავერიანის მიერ თამთა მელაშვილის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმის აღწერა ამგვარია:

პატარა ტრადიციულ ქართულ სოფელში მცხოვრები ეთერო არის 48 წლის დაუქორწინებელი ქალი, რომელსაც აქვს საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზია. იგი ტკბება საკუთარი თავისუფლებითა და ნამცხვრებით, ემზადება ჭორებისგან თავისუფალი, მშვიდი და კომფორტული სიბერისთვის.  თუმცა მისმა სასიყვარულო ურთიერთობამ დისტრიბუტორ კაცთან შეიძლება გაანადგუროს მისი გეგმები.

ელენე ნავერიანის მესამე სრულმეტრაჟიანი ფილმის პრემიერა გაიმართა წლევანდელ კანის კინოფესტივალზე დამოუკიდებელ სექციაში – „Quinzaine des cinéastes“.
სარაევოს ფესტივალზე ფილმმა მოიპოვა მთავარი პრიზი, ეკა ჩავლეიშვილი კი დასახელდა საუკეთესო მსახიობ ქალად. ბელფასტის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ეკა ჩავლეიშვილს გადაეცა პრიზი  „საუკეთესო  შესრულებისთვის”, მსახიობი ასევე ნომინირებული იყო  ევროპული კინოაკადემიის ჯილდოზეც. ფილმმა მოიპოვა პრიზები კოტბუსისა და ხიხონის კინოფესტივალებზეც.

ამჟამად, „შაშვი შაშვი მაყვალი” შვეიცარიის კინოდაჯილდოების მოკლე სიაშია ოთხ კატეგორიაში: საუკეთესო მხატვრული ფილმი, საუკეთესო ხმა, საუკეთესო სცენარი და საუკეთესო მონტაჟი. დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 22 მარტს ციურიხში.

მასალების გადაბეჭდვის წესი