ელენე ნავერიანის მიერ თამთა მელაშვილის რომანის „შაშვი შაშვი მაყვალი“ მიხედვით გადაღებული ფილმი „შაშვი შაშვი მაყვალი“ სარაევოს კინოფესტივალზე საუკეთესო მხატვრულ ფილმად დასახელდა. გარდა ამისა, საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა ეკა ჩავლეიშვილი.
ამის შესახებ ფესტივალის ფეისბუქ-გვერდზეა ნათქვამი. აქამდე ეს ფილმი კანის კინოფესტივალის დამოუკიდებელ სექციაში იყო და ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს გრძელ სიაშია.
„შაშვი შაშვი მაყვალი“ ელენე ნავერიანის მესამე სრულმეტრაჟიანია ფილმია, რომლის აღწერაც ამგვარია:
პატარა ტრადიციულ ქართულ სოფელში მცხოვრები ეთერო არის 48 წლის დაუქორწინებელი ქალი, რომელსაც აქვს საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზია. იგი ტკბება საკუთარი თავისუფლებითა და ნამცხვრებით, ემზადება ჭორებისგან თავისუფალი, მშვიდი და კომფორტული სიბერისთვის. თუმცა მისმა სასიყვარულო ურთიერთობამ დისტრიბუტორ კაცთან შეიძლება გაანადგუროს მისი გეგმები.
გარეკანის ფოტო: © სარაევოს კინოფესტივალი






