ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება

ამიერიდან საჯარო სკოლებში სწავლა ყოველთვის 15 სექტემბერს დაიწყება და 15 ივნისამდე გასტანს. სასწავლო წელი ორ სემესტრად დაიყო. მოსწავლეებს ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან 20 იანვრამდე ექნებათ, ხოლო სააღდგომოდ ისინი ყოველი დიდი ხუთშაბათიდან მომდევნო კვირის ოთხშაბათამდე დაისვენებენ. სწავლა 20 მაისს მხოლოდ I და XII კლასელებისათვის დასრულდება.

,,იმისათვის, რომ ბავშვებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, სწორად დაგეგმონ თავიანთი არდადეგები, ხოლო მშობლებმა – შვებულება, მშობლებთან, მასწავლებლებთან, ბავშვებთან  კონსულტაციების შედეგად, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ის პრაქტიკა, როდესაც სკოლა თავად წყვეტდა, როდის დაეწყო სწავლა, წარსულს ჩაბარდეს. ამ წლიდან სწავლა საქართველოში  ყოველთვის 15 სექტემბერს დაიწყება”, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ახალი სასწავლო წლიდან ცვლილებები იქნება მოსწავლეთა შეფასების სისტემასა და სემესტრული ნიშნის გამოყვანის წესში. ასევე სკოლის მოსწავლლები ახალი საგნების შესწავლას დაიწყებენ: სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, მსოფლიო კულტურა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. 

,,ახალი საგნების სწავლების დაწყებასთან, სკოლემში კომპიუტერების შემოტანასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას უახლოეს მომავალში გავაკეთებ”, – აღნიშნა ბრიფინგის ბოლოს შაშკინმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლიკა გიგინეიშვილი