ახალი ამბები

იარაღის ტარების უფლება მაქვს, ფოტო უბანთან არაა გადაღებული – შაშკინი

31 ოქტომბერი, 2020 • 1597
იარაღის ტარების უფლება მაქვს, ფოტო უბანთან არაა გადაღებული – შაშკინი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი დიმიტრი შაშკინი სიცრუეს უწოდებს სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, იარაღით საარჩევნო უბანთან გადაადგილდება.

შაშკინის თქმით, იარაღის ტარების უფლება აქვს და ატარებს კიდეც, თუმცა სურათი უბანთან არ არის გადაღებული.

ფოტოზე, რომელიც სოცქსელებში დღეს, 31 ოქტომბერს გავრცელდა, შაშკინი ადამიანთა ჯგუფთან ერთად, იარაღით ხელში ჩანს. ის მედიის ნაწილმაც გამოაქვეყნა თანდართული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, სურათი, სავარაუდოდ, ბოლნისიის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ საარჩევნo უბანთანაა გადაღებული.

საპასუხოდ დიმიტრი შაშკინმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ნამდვილად ატარებს იარაღს და ფოტოზეც ბოლნისის მუნიციპალიტეტშია, თუმცა არა – უბანთან.

“მე მაქვს უფლება, ვატარო პირადი ცეცხლსასროლი იარაღი. ეს უფლება მაქვს შსს-სგან. ყოველთვის ვატარებ იარაღს. ვჯდებოდი მანქანაში, როდესაც “ქართული ოცნების” პროვოკატoრმა გადამიღო. მე, როგორც კანდიდატს, უბანზე შესვლის უფლება არ მაქვს და შეუძლებელია, [ფოტოში] უბანზე ვიყო”, – თქვა მან.

კითხვას, კონკრეტულად სად არის ფოტო გადაღებული, შაშკინმა უპასუხა, რომ ეს არის ბოლნისი, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის მიმდებარე ტერიტორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი