ახალი ამბები

ისრაელმა ლიბანიდან საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევაზე განაცხადა

11 ოქტომბერი, 2023 • 1135
ისრაელმა ლიბანიდან საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევაზე განაცხადა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათ მიიღეს ინფორმაცია „ლიბანიდან ისრაელის საჰაერო სივრცეში სავარაუდო შეღწევის შესახებ“.

ისრაელის თავდაცვის ძალებს დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია და გაურკვეველია, რა სახის (დრონების, თვითმფრინავების, ადამიანების) ინფილტრაციაზეა საუბარი.

მანამდე გამაფრთხილებელი სირენები შემომავალი რაკეტების გასროლის შესახებ გააქტიურდა ჩრდილოეთ ისრაელის უმეტეს ნაწილში. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მისი თვითმფრინავი „ჰეზბოლას“ თავდასხმის საპასუხოდ დაესხა თავს სადამკვირვებლო პუნქტს ლიბანში.

ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელში 7 ოქტომბერს შეიჭრა და განურჩევლად დახოცა მშვიდობიანი მოსახლეობა და სამხედროები. ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1200-ს მიაღწია, ღაზაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 1100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

განახლება: მოგვიანებით ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაქვეყნა ახალი განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „საეჭვო შეღწევა გამორიცხულია“.

ისრაელ-პალესტინური კონფლიქტი: მოკლე გზამკვლევი

მასალების გადაბეჭდვის წესი