ახალი ამბები

ბლოკადამ შესაძლოა, ბავშვების სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენოს — UNICEF-ის დირექტორი

10 ოქტომბერი, 2023 •
ბლოკადამ შესაძლოა, ბავშვების სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენოს — UNICEF-ის დირექტორი

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) დირექტორი ქეთრინ რასელი ეხმაურება ისრაელსა და ღაზას შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას და აცხადებს, რომ ომის დროს ყველაზე მეტად ბავშვები იტანჯებიან.

ამის შესახებ მან გუშინ, 9 ოქტომბერს ისაუბრა:

“შევახსენებ ყველა მხარეს, რომ ამ ომში, ისევე როგორც ყველა ომში, უპირველესად და ყველაზე მეტად იტანჯებიან ბავშვები…

მე ასევე ძალიან ვარ შეშფოთებული ღაზის სექტორისთვის საკვებისა, ელექტროენერგიის, წყლისა და საწვავის მიწოდების შეწყვეტის გამო, რამაც შესაძლოა, ბავშვების სიცოცხლე  რისკის ქვეშ დააყენოს“.

რასელმა ისაუბრა „ჰამასის მიერ გატაცებულ ისრაელელ ბავშვებზეც.

„დაუყოვნებლივ და უსაფრთხოდ გაათავისუფლეთ ღაზაში მძევლად მყოფი ბავშვები, რათა ისინი დაუბრუნდნენ ოჯახებს”, — განაცხადა მან.


ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელში 7 ოქტომბერს შეიჭრა და განურჩევლად დახოცა მშვიდობიანი მოსახლეობა და სამხედროები. დაღუპულთა რაოდენობამ ისრაელში 900-ს გადააჭარბა, დაჭრილია 2400-მდე ადამიანი.

700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ღაზის სექტორში ისრაელის საპასუხო ავიადარტყმებს, რასაც ასევე დაემატა ღაზის სექტორის სრული ბლოკადა. ისრაელმა თავის მიზნად „ჰამასის “ სრული განადგურება დაასახელა.

ღაზის სექტორში ამ დროისათვის 2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

ამბების განახლებად რეჟიმში სანახავად გადადით ბმულზე:

მთავარ ფოტოზე: მამას დაჭრილი შვილი მიყავს საავადმყოფოში დაბომბვის შემდეგ. ქალაქი ღაზა. ავტორი: EPA-EFE/HAITHAM IMAD

მასალების გადაბეჭდვის წესი