ახალი ამბები

ეროვნული ბანკი იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმაც დატოვა

10 ოქტომბერი, 2023 • 1828
ეროვნული ბანკი იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმაც დატოვა

ეროვნული ბანკი კიდევ ერთმა თანამშრომელმა, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამარ ქუსიკაშვილმაც დატოვა. ის ფორმულასთან საუბარში ფაქტს ადასტურებს, თუმცა მიზეზების შესახებ არ საუბრობს.

“[სამსახურის დატოვებას] ვადასტურებ, დანარჩენზე კომენტარს არ გავაკეთებ. გადაწყვეტილება მიღებული მაქვს და მიზეზებზე არ მსურს საუბარი”, – უთხრა ქუსიკაშვილმა ფორმულას.

ეროვნული ბანკიდან კადრების გადინება მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათა თურნავამ სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა. ცვლილებების თანახმად, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.

თურნავამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც “ქართული ოცნების” თავმჯდიმარემ, ირაკლი კობახიძემ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა.

თურნავას გადაწვეტილების შემდეგ ეროვნული ბანკი მისმა სამივე მოადგილემ, პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ, ასევე პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემ დატოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი