ახალი ამბები

ეროვნულ ბანკს მესამე ვიცე-პრეზიდენტიც ტოვებს

20 სექტემბერი, 2023 • 1075
ეროვნულ ბანკს მესამე ვიცე-პრეზიდენტიც ტოვებს

ეროვნული ბანკს საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა ტოვებს.

როგორც გაგუამ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, მან განცხადება უკვ დაწერა, თუმცა კანონით გათვალისწინებული ნორმით, 2 თვის განმავლობაში შეასრულებს საკუთარ მოვალეობას.

ნიკოლოზ გაგუას გარდა, ეროვნული ბანკი დატოვეს საბჭოს წევრებმა და და ვიცე-პრეზიდენტებმა: არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ, ასევე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ.

ეროვნული ბანკიდან კადრების გადინებას წინ წინ უძღოდა სანქციათა აღსრულების წესის შეცვლა. მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა.

ბრძანებას სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა აწერს ხელს.

ცვლილებების თანახმად, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი