გერმანიის პარლამენტის(ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სოლიდარობას უცხადებს.
ასე ეხმაურება ისე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყების შესახებ.
მისი თქმით, საქართველოს ევროპულ მომავალს „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის ორბანიზაცია და პრეზიდენტის იმპიჩმენტი ემუქრება.
„ქართული ოცნება“ ემუქრება ხალხის ევროპულ ოცნებას. მე სოლიდარობას ვუცხადებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც არის ნამდვილი ევროპელი ლიდერი. ის კი არ ემუქრება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, არამედ „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს ორბანიზაცია + ამ იმპიჩმენტის მცდელობა“, – დაწერა ტვიტერზე მიხაელ როთმა.
Georgian Dream is threatening European dream of ?? People. I stand in solidarity with State President @Zourabichvili_S a true European leader. Not she is threatening ?? EU candidate status, but @GeorgianDream41‘s orbanization of ?? + this impeachment attempt. pic.twitter.com/BN6ifwfrmC
— Michael Roth – official ???? (@MiRo_SPD) September 1, 2023
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 1 სექტემბერს განაცხადა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ.
ირაკლი კობახიძის თქმით, ამის მიზეზია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები საზღვარგარეთ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მას ამის უფლება არ მისცა
პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტის 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში 100 დეპუტატი არ არის, შესაბამისად მხოლოდ უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვერ შეძლებს.
თუმცა უახლოეს წარსულში არსებობს იმის მაგალითიც, როცა პარლამენტში კენჭისყრა 93-ხმიანი მხარდაჭერით გაიმართა. საუბარია, მაისში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაზე. როდესაც მიუხედავად საერთო ოპოზიციური განწყობისა, კენჭისყრაში მონაწილეობა უმრავლესობისა და „ევროპელი სოციალისტების“ გარდა კიდევ 4-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა (ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა და დილარ ხაბულიანმა) მიიღო.