ახალი ამბები

გლდანში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

29 ივლისი, 2023 • 5035
გლდანში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

თბილისში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა გლდანში მოხდა. ავტომობილი დაეჯახა ქვეითს, ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამი ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულსიხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რასაც ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მძღოლი დაკავებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი