რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავმა სირიის თავზე ამერიკული დრონი MQ-9 მიზანმიმართლად დააზიანა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საჰაერო ძალები ავრცელებს. შემთხვევა ორი დღის წინ, 23 ივლისს მოხდა.
U.S. Air Forces Central-ის თანახმად, რუსული თვითმფრინავი სახიფათო დისტანციაზე მიფრინდა MQ-9-სთან და ზუსტად მის ზემოთ განთავსებულმა დრონის თავზე გადმოყარა ე.წ. სატყუარა, სითბური რაკეტები, რომელსაც საბრძოლო თვითმფრინავები რაკეტებისგან თავის ასარიდებლად იყენებენ.
შედეგად, დრონი დაზიანდა. ეკიპაჟმა ფრენის გაგრძელება და საკუთარ ბაზაზე უსაფრთხოდ დაბრუნება შეძლო.
#BREAKING: Russian fighter jets ‘severely damaged’ a US Air Force MQ-9 Reaper drone that was conducting counter-ISIS operations over Syria. -CENTCOM pic.twitter.com/77vAd9LSIT
— Moshe Schwartz (@YWNReporter) July 25, 2023
აღნიშნულ შემთხვევაში რუსეთის როლი გააკრიტიკა აშშ-ის საჰაერო ძალებმა და აღნიშნა, რომ რუსული გამანადგურებლის მიერ ფრენის უსაფრთხოების აშკარა უგულებელყოფა ხელს უშლის ISIS-ის წინააღმდეგ მათ მისიას:
“ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ძალებს სირიაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს უგუნური, არაპროვოცირებული და არაპროფესიონალური ქცევა”, — ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში.
CNN-ის ინფორმაციით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსულმა სამხედრო ხომალდმა ამერიკულ MQ-9-ს შეუტია. ივლისის დასაწყისში გამოცემა იუწყებოდა, რომ ერთი კვირის განმავლობაში რუსულმა ავიაციამ ამერიკულ უპილოტო თვითმფრინავს სამჯერ დაესხა თავს.