ახალი ამბები

სირიიდან ისრაელის მიმართულებით ისროლეს – ისრაელი

11 ოქტომბერი, 2023 • 1876
სირიიდან ისრაელის მიმართულებით ისროლეს – ისრაელი

ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, სირიიდან ისრაელის მიმართულებით გასროლილი ნაღმტყორცნების ნაწილი, სავარაუდოდ, ისრაელის ტერიტორიაზე დაეცა. 

x- ზე [ტვიტერზე] გამოქვეყნებულ მოკლე ცნობაში ისრაელის თავდაცვის ძალები წერენ, რომ ნაღმტყორცნები, სავარაუდოდ, ღია სივრცეში დაეცა.  მას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

ისრაელის სამხედრო ძალები ასევე იუწყებიან, რომ ჯარისკაცებმა ისრაელიდან სავარაუდო ცეცხლის გახსნას პასუხობენ. 

ჯერჯერობით მწირი და დაუზუსტებელი ინფორმაცია ვრცელდება ამ საკითხზე. ზოგიერთი საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, სირია უარყოფს ცეცხლის გახსნას ისრაელის მიმართულებით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი