ექსტრემიზმის ბრალდებით დაკავებული იგორ სტრელკოვი წინასწარ პატიმრობას „ლეფორტოვოს“ იზოლატორში ატარებს.
მოსკოვის საზოგადოებრივი სადამკვირვებლო კომისიის მდივნის, ალექსეი მელნიკოვის განცხადებით, გუშინ ეწვია სტრელკოვის „ორადგილიან საკანს“, რომელშიც არის ტელევიზორი და მაცივარი. მელნიკოვი ამატებს, რომ სტრელკოვმა უკვე ბიბლიოთეკაც გამოიყენა.
მელნიკოვის განცხადებით, დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის“ ყოფილი „თავდაცვის მინისტრი“ პატიმრობის პირობებზე კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ „მორალური ან ფიზიკური ზეწოლის ნიშნები არ აღენიშნება“.
სტრელკოვი არის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის [ფსბ] ყოფილი ოფიცერი და დონეცკის ე.წ. „სახალხო რესპუბლიკის“ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელიც ბოლო დროს მწვავედ აკრიტიკებდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან ომის „უუნაროდ წარმოებისთვის“. იგი 21 ივლისს დააკავეს. სტრელკოვზე მეტი ინფორმაციისთვის გირჩევთ „ნეტგაზეთის“ მასალას:







