„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ მიიჩნევს, რომ საქართველოდან ტრანზიტი ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის ზრდის რისკს წარმოადგენს.
„ერთ-ერთი ელჩი გამოვიდა და თქვა, რომ ეშინიათ, საქართველოს გავლით ბევრი რუსი შევა ევროკავშირში. ევროკავშირში რუსეთის მოქალაქის შესვლას სჭირდება ვიზა. თუ არ უნდათ რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირში, ნუ მისცემენ ვიზას“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოსკოვის აეროპორტ „ვნუკოვოსა“ და ავიაკომპანია „აზიმუტის“ თანამფლობელ ვიტალი ვანცევის განცხადებით, რუსები თბილისის სახით მიიღებენ მეოთხე კარგ სატრანზიტო ჰაბს სტამბოლის, ერევნისა და ბაქოს შემდეგ. კობახიძე ამბობს, რომ საქართველოდან ტრანზიტის მასშტაბები ძალიან პატარაა.
„მარტივი სტატისტიკა რომ მოვიყვანოთ, რუსეთსა და თურქეთს შორის დღეში დაახლოებით 100 პირდაპირი რეისი სრულდება, აზერბაიჯანსა და სომხეთში — დაახლოებით 25-25. ჯამში, არის 150. საქართველოს დღეში 5 რეისი სრულდება. ახლა თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, რა მასშტაბებზეა საუბარი. როგორ შეიძლება საქართველოში ფრენები გახდეს რისკების საფუძველი. ეს ხომ ცარიელი სპეკულაცია და ტყუილებია. როგორ შეიძლება, ელჩი, რომელიმე პოლიტიკოსი ან ნებისმიერი ადამიანი ასეთ რამეს კადრულობდეს“, — განაცხადა კობახიძემ.
რუსებისთვის თბილისში ახალი სატრანსპორტო ჰაბი იქმნება — „აზიმუტის“ მფლობელი