ახალი ამბები

გიორგი ბაჩიაშვილი თბილისში სასამართლო სხდომას ესწრება

6 ივლისი, 2023 •
გიორგი ბაჩიაშვილი თბილისში სასამართლო სხდომას ესწრება

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც პროკურატურამ ბრალი წარუდგინა დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში საკუთარ პროცესს ესწრება.

ნეტგაზეთის რეპორტიორის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. დღეს გაირკვევა მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი.

საქმე ეხება დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. აღნიშნული ბიტკოინის ღირებულება, პროკურატურის ცნობით, მითვისების მომენტში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა. პროკურატურის თანახმად, ბაჩიაშვილმა ეს ინვესტორისგან მიითვისა, ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ეს ინვესტორი ბიძინა ივანიშვილი, რომელთანაც ბაჩიაშვილი თანაინვესტირების ფონდის ფარგლებში წლების განმავლობაში თანამშრომობდა.

პროკურატურა ბაჩიაშვილს $39 მილიონის ბიტკოინის მითვისებას ედავება

მასალების გადაბეჭდვის წესი