პროკურატურა ბაჩიაშვილს $39 მილიონის ბიტკოინის მითვისებას ედავება

“საქართველოს თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე ეხება დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. აღნიშნული ბიტკოინის ღირებულება, პროკურატურის ცნობით, მითვისების მომენტში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა. ამის შესახებ განცხადება უწყებამ დღეს, 6 ივლისს გაავრცელა, თუმცა უწყების განცხადებაში მხოლოდ ინიციალები გ.ბ. იყო ნახსენები. … Continue reading პროკურატურა ბაჩიაშვილს $39 მილიონის ბიტკოინის მითვისებას ედავება