ახალი ამბები

„ღრმად შეწუხებული ვარ სასამართლოდან სააკაშვილის ფოტოებით“ — მაია სანდუ

4 ივლისი, 2023 • 887
„ღრმად შეწუხებული ვარ სასამართლოდან სააკაშვილის ფოტოებით“ — მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ. ამის შესახებ მან დღეს, 4 ივლისს დაწერა Twitter-ზე.

“ღრმად შეწუხებული ვარ მიხეილ სააკაშვილის შემაშფოთებელი სურათებით სასამართლოდან, რამაც გამოავლინა ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება ციხეში ყოფნის პერიოდში. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, პრიორიტეტად ჰქონდეს მისი კეთილდღეობა და სასწრაფოდ უზრუნველყოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო მკურუნალობა საზღვარგარეთ”, — დაწერა სანდუმ.

სანდუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მიმდინარე წლის თებერვალშიც გამოეხმაურა. მაშინ ის წერდა, რომ უკიდურესად შეშფოთებული იყო სააკაშვილის კრიტიკული ფიზიკური მდგომარეობით და აღნიშნავდა, რომ ოპოზიციის ლიდერის “სიკვდილამდე წამება მიუღებელია ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს”.

“ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და უცხოეთში გაემგზავროს სამკურნალოდ“, — აცხადებდა სანდუ თებერვალში.

მასალების გადაბეჭდვის წესი