მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ტვიტერის პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროებასთან დაკავშირებით.
მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უკიდურესად შემაშფოთებელია სააკაშვილის კრიტიკული ფიზიკური მდგომარეობა:
„მიხეილ სააკაშვილის კრიტიკული ფიზიკური მდგომარეობა უკიდურესაც შემაშფოთებელია. ოპოზიციის ლიდერის სიკვდილამდე წამება მიუღებელია ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც სურს, ევროკავშირის წევრი გახდეს. ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და უცხოეთში გაემგზავროს სამკურნალოდ“ ,- აცხადებს მაია სანდუ.
The critical physical condition of Mikheil Saakashvili is extremely concerning.
Torturing an opposition leader to death is unacceptable for a country that wants to join the European Union??. @SaakashviliM must be immediately released & sent abroad for medical treatment. pic.twitter.com/ZNstr61RUL— Maia Sandu (@sandumaiamd) February 2, 2023
პირველ თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთო. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია და ერთადერთი, რასაც ითხოვს, ისაა, რომ ადეკვატური მკურნალობის საშუალება მიეცეს.