ახალი ამბები

საპატრიარქოს ჰომოფიბიური კანონის მიღება სურს

1 ივლისი, 2023 • 3973
საპატრიარქოს ჰომოფიბიური კანონის მიღება სურს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ჰომოფობიური კანონის მიღება სურს. შესაბამისი განცხადება საპატრიარქოს პრესსამსახურმა პირველ ივლისს გაავრცელა.

განცხადების მიხედვით, საპატრიარქო მიიჩნევს, რომ თბილისში დაგეგმილი პრაიდის კვირეული დახურულ სივრცეშიც კი არ უნდა ჩატარდეს. ის საზოგადოებას “ლგბტ პროპაგანდაზე” ესაუბრება და ამბობს, რომ ეს “დაუშვებელი და მიუღებელია”.

“ეკლესია არასდროს მოუწოდებს ძალადობისკენ, პირიქით, მოსახლეობაში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის ზრუნავს.

ამიტომ დღეს შეიძლება განსაკუთრებულად დროული იყოს მოწოდება საზოგადოებისადმი, გვემსჯელა საკანონმდებლო გზით ზემოაღნიშნული პრობლემის დარეგულირების შესახებ”, — ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოს ამ განცხადებას თან სდევს ჰომოფობიური რიტორიკის გააქტიურება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. მმართველი პარტია იმეორებს რუსული დეზინფორმაციული კამპანიის მთავარ მესიჯს და ლგბტ უფლებებზე საუბარს “პროპაგანდას” უწოდებს.

30 ივნისს, პარლამენტში გამოსვლისას, “ლგბტ პროპაგანდა” პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმაც ახსენა და ამ საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებაც არ გამორიცხა.

პირველ ივლისს, “ნეტგაზეთის” კითხვის საპასუხოდ, თუ რას ფიქრობს ზემოხსენებული კანონის მიღების შესაძლებლობაზე და მმართველი გუნდის ჰომოფობიურ რიტორიკაზე, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა: “ვეტო”.

“მე უკვე ვთვქი, რომ ერთ-ერთი გამოწვევა ევროინტეგრაციის გზაზე არის უფრო რიტორიკა, ვიდრე კონკრეტული ნაბიჯები. ეს რიტორიკა არის წარმოუდგენელი. ამძაფრებს ყველაფერს. მაშინვე ვრცელდება ევროკავშიირში, იმიტომ რომ არის ყურადღება ჩვენს მიმართ.

რიტორიკა უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ ეს არის მიუღებელი ქვეყნისგან, რომელსაც აქვს არა მხოლოდ პრეტენზია, წარსული აქვს ევროპული და რომლის ყველა თაობა მოდიოდა იმით, რომ ევროპული ღირებულებები, იყო ჩვენი ღირებულებები. რაც ეხება ლგბტ-ს, ჩვენი არიან კინტოები”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამავე თემაზე გირჩევთ:

როგორ მანიპულირებს “ოცნება” ამერიკული კვლევით და “ლგბტ პროპაგანდით”

მასალების გადაბეჭდვის წესი