ბაქოში მრავლობითი ჭრილობებით მოკლეს იასინ იბადოვი, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია როგორც რიუზგარი. Meydan TV-ს ინფორმაციით, დანაშაული იბადოვის ბიძამ ჩაიდინა, რომელიც წარსულში ნასამართლევი იყო.
მოწმეების თქმით, შემთხვევის დროს ირგვლივ მყოფი ადამიანები ინციდენტში არ ჩარეულან. პოლიცია შემთხვევის ადგილზე მხოლოდ მას შემდეგ მივიდა, რაც თავად ბრალდებულმა დარეკა. გავრცელებული ცნობებით, დაჭრილი იბადოვი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გამოცემის ინფორმაციით, მოკლული შამახის რაიონიდან იყო და გარკვეული პერიოდი თურქეთში ცხოვრობდა. ნებართვის ვადის ამოწურვის შემდეგ ის აზერბაიჯანში დაბრუნდა. იბადოვის ახლობლები აცხადებენ, რომ თურქეთში ყოფნის პერიოდიდანვე ბიძაშვილის მხრიდან მუქარას იღებდა.
Meydan TV-ს ინფორმაციითვე, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დროისთვის ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.
აზერბაიჯანში პერიოდულად ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ LGBTQI+ წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმის დისკრიმინაციას, ზეწოლასა და ძალადობას განიცდიან.







