ახალი ამბები

ვეტო – სალომე ზურაბიშვილი ლგბტ “პროპაგანდის” სამართლებრივ რეგულირებაზე

1 ივლისი, 2023 • 2843
ვეტო – სალომე ზურაბიშვილი ლგბტ “პროპაგანდის” სამართლებრივ რეგულირებაზე

“ვეტო” – ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ნეტგაზეთის” კითხვას, რას ფიქრობს მმართველი პარტიის მხრიდან ჰომოფობიურ რიტორიკაზე და პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე ე.წ. “ლგბტ პროპაგანდის” სამართლებრივ რეგულირების შესახებ. 

დამატებით კითხვაზე, დააზარალებს თუ არა ასეთი რიტორიკა ევროინტეგრაციის პროცესს, ზურაბიშვილმა უპასუხა:

“მე უკვე ვთვქი, რომ ერთ-ერთი გამოწვევა ევროინტეგრაციის გზაზე არის უფრო რიტორიკა, ვიდრე კონკრეტული ნაბიჯები. ეს რიტორიკა არის წარმოუდგენელი. ამძაფრებს ყველაფერს. მაშინვე ვრცელდება ევროკავშიირში, იმიტომ რომ არის ყურადღება ჩვენს მიმართ. 

რიტორიკა უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ ეს არის მიუღებელი ქვეყნისგან, რომელსაც აქვს არა მხოლოდ პრეტენზია, წარსული აქვს ევროპული და რომლის ყველა თაობა მოდიოდა იმით, რომ ევროპული ღირებულებები, იყო ჩვენი ღირებულებები. რაც ეხება ლგბტ-ს, ჩვენი არიან კინტოები”, – განაცხადა ზურაბიშვილმა. 

მმართველი პარტია  იმეორებს რუსულ დეზინფორმაციული კამპანიის მთავარ მესიჯს და ლგბტ უფლებებზე საუბარს უწოდებს “პროპაგანდას”.  30 ივნისს  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა “პროპაგანდის” სამართლებრივ რეგულირების აუცილებლობაზე.



მასალების გადაბეჭდვის წესი