საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, სამ ივლისს რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე მიმართა, იტყობინება პარლამენტის პრესსამსახური.

პრესსამსახურის ცნობით, სავარაუდოდ, სესიაზე განიხილავენ შემდეგ საკითხებს:

  • „საქართველოს საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები,
  • „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი მე-3 მოსმენით,
  • „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილება მე-3 მოსმენით,
  • „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება მე-3 მოსმენით,
  • „თავდაცვის კოდექსი“ მე-2 მოსმენით.