ახალი ამბები

პარლამენტმა პარაპლანით ფრენების მარეგულირებელი კანონი მიიღო

15 ივნისი, 2023 • 844
პარლამენტმა პარაპლანით ფრენების მარეგულირებელი კანონი მიიღო

პარლამენტმა პარაპლანით ფრენების მარეგულირებელი კანონი მიიღო.

ახალი კანონით განისაზღვრება პარაპლანის აღჭურვილობის ვარგისიანობის დადგენის, ასევე პარაპლანის ოპერატორის სერტიფიცირებისა და პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემის საკითხები.

კერძოდ, პარაპლანით ფრენა დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყოფილ საჰაერო სივრცეში.

პარაპლანით ფრენის რეგულირებას საფრენი ლოკაციისა და ოპერატორის სერტიფიცირებას, პარაპლანის მფრინავის მოწმობის/კატეგორიის გაცემას, შეჩერებას, გაუქმებას პარაპლანის ვარგისიანობის დადგენას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული იურიდიული პირი, რომელიც დააკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • გააჩნია პარაგლაიდინგის სფეროში მოღვაწეობის არანაკლებ 10- წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ამავე სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა ;
  •  საზოგადოების ორგანოს წევრია არანაკლებ 50 პირი;
  • გააჩნია პარაპლანის ვარგისობის შემოწმებისთვის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა და სათანადო პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებით აწარმოებს შესაბამის რეესტრებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

„დარწმუნებული ვართ, ამ საკანონმდებლო ჩარჩოს მიღებით ჩვენ ერთობლივად შევძლებთ, რომ მინიმუმამდე შევამციროთ ის თანმდევი რისკები, რომელიც, სამწუხაროდ, თან სდევს პარაპლანით ფრენების შესრულებას და ამით შევძლებთ მრავალი ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენას“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.


საქართველოში ამ სფეროს დარეგულირებაზე საუბარი 2022 წლის ზაფხულში, გუდაურში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ დაიწყო, რომლის შედეგადაც სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა და ეკიპაჟის 8 წევრი დაიღუპა.

ვერტმფრენი კლდეს შეჯახებული პარაპლანისტისა და მისი თანმხლები პირის გადასარჩენად მიდიოდა.

აღნიშნულის შემდეგ საქართველოში პარაპლანით ნებისმიერი სახის ფრენა აიკრძალა და რეგულაციებზე მუშაობა დაიწყო.

პარაპლანისტები ფრენების აღდგენას თვეების განმავლობაში ითხოვდნენ.

ამ თემაზე ნახეთ ვრცლად:

“ემიგრაციაში ვბრუნდები” – პარაპლანისტები ფრენების აღდგენას ითხოვენ

მასალების გადაბეჭდვის წესი