პარასკევს, 29 ივლისს, გუდაურში პარაპლანისტების სამაშველო ოპერაციისას ჩამოვარდა, რომელშიც 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.

დაღუპულები არიან:

    • კახა ტორჩინავა, მაშველი;

    • გი­ორ­გი მარ­გი­ა­ნი, მაშველი;

 

    • ზაზა ლო­რია, მფრინავი;

 

    • ანდრო ქუჯოშვილი, მფრინავი;

 

    • ლე­ვან ჩო­ხე­ლი, მფრინავი;

 

    • დიმიტრ ქა­ა­ძე, მფრინავი;

 

    • ქეთი გულაღაშვილი, ექიმი;

 

    • გიორგი ვენეციკი, ექიმი.


29 ივლისს გუდაურში, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა.

სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.

ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 ექიმი, – ჯამში რვა ადამიანი.

ვიდეოებში ჩანს, როგორ ეხება ვერტმფრენი უკანა პროპელერით კლდეს, პროპელერი სძვრება, ტრიალს იწყებს და ხევში ვარდება, რის შემდეგაც ფეთქდება.

ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა.

დაიღუპა პარაპლანის უცხოელი მგზავრიც. ქართველი ინსტრუქტორი გადარჩა, კლინიკაში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მთავრობის განკარგულებით, 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა.