ახალი ამბები

ზელენსკი, ბლინკენი, ფონ კრამონი – ვინ ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

26 მაისი, 2023 • 1141
ზელენსკი, ბლინკენი, ფონ კრამონი – ვინ ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ სხვადასხვა სახელმწიფოს ოფიციალური უწყებები თუ პოლიტიკოსები.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილისთვის გამოგზავნილ წერილში ამბობს, რომ „უკრაინელი და ქართველი ხალხი თავისი ტერიტორიებს დეოკუპაციას განახორციელებს“.

დავით არახამიამ კი აღნიშნა, რომ „ყოველი წლის ეს დღე შეხსენებაა თავისუფალი არჩევანის განუხრელობისა“ და სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ „ევროპული არჩევანის სიმბოლური გამოხატულება არ ბრწყინავს საზეიმო დღეს“.

მისალოცი განცხადება გამოაქვეყნა ენტონი ბლინკენმაც.

ბელარუსელმა ოპოზიციონერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ თქვა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ევროპარლამენტის დეპუტატმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ ბრიუსელი განაგრძობს თბილისის მხარდამჭერას „დამოუკიდებლობის სრულ მიღწევამდე“, რაც არაა ადვილი იმ დროს, როცა „შიდა და გარე საფრთხეები საქართველოს რუსეთის მიმართულებით უბიძგებენ“.

დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს სხვადასხვა ქვეყნების საგარეო უწყებებიც ულოცავენ, მათ შორის დანიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, რუმინეთის, სლოვენიის და ლიეტუვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი