დღეს, 26 მაისს თბილისში მსვლელობა საქართველო ირჩევს ევროპას გაიმართა. მსვლელობას პარლამენტთან პოლიციის კორდონი დახვდა. მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, რომ პოლიცია მათ ევროკავშირის დროშის გამო თავისუფლების მოედნისკენ არ უშვებდა.
ერთ-ერთი ასეთი მოქალაქე ქეთი ჟვანიაა. ნეტგაზეთთან საუბარში ის ამბობს, რომ ის არ შეუშვეს, რათა 26 მაისის ოფიციალური ღონისძიების პარალელურად საპროტესტო აქცია არ ჩატარებულიყო. თუმცა, ჟვანია განმარტავს, რომ მას როგორც სხვა ნებისმიერ მოქალაქეს თავისუფლების მოედანზე გასვლა.
„მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე, მაგრამ დროშა რომ მიჭირავს, ალბათ იმიტომ.. ,” – ამბობს ის.
საბოლოოდ, აქტივისტთა ნაწილმა დროშები დაკეცა და რუსთაველის გამზირის პარალელური ქუჩები გავიდა თავისუფლების მოედნისკენ, სადაც მათ ხელახლა გაშალეს დროშები.
დღეს 26 მაისს დამოუკიდების დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ცერემონიის პარალელურად მსვლელობა გაიმართა. მსვლელობის მონაწილეებს თან ევროკავშირის დროშები ეკავათ.
საქმე ის არის, რომ წელს, შარშანდლისგან განსხვავებით, პარლამენტის შენობა ევროკავშირის დროშით არ მორთეს. ევროკავშირის სიმბოლიკა არ ფიგურირებდა ასევე თბილისის ქუჩების საზეიმო დეკორაციებში. სწორედ ამას გამოეხმაურა მსვლელობა.
დღევანდელი დღიდან წაიკითხეთ ასევე:
