ახალი ამბები

იქ, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, დამოუკიდებლობის აქტს წაიკითხავენ

26 მაისი, 2023 • 688
იქ, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, დამოუკიდებლობის აქტს წაიკითხავენ

დღეს, 26 მაისს „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ ორგანიზებით წაიკითხავენ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს.

„მე-8 წელია, მოქალაქეები ვიკრიბებით სასახლესთან სადაც 1918 წლის 26 მაისს, 17:10 წუთზე საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა და ვითხულობთ დამოუკიდებლობის აქტს. შემოგვიერთდით! ტრადიციად ვაქციოთ ეს სიმბოლური ღონისძიება და გავიხსენოთ დემოკრატიული საქართველოს მემკვიდრეობა!,“ – წერს „სოვლაბი“.

1918 წლის 26 მაისს თბილისში, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

„ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა,“ .

ნეტგაზეთი ამ თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი