ახალი ამბები

საქართველოს ევროვიზიაზე მარიამ შენგელია წარადგენს

14 მარტი, 2025 •
საქართველოს ევროვიზიაზე მარიამ შენგელია წარადგენს

2025 საქართველოს ევროვიზიაზე მარიამ შენგელია წარადგენს სიმღერით FREEDOM. ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დღეს გამოაქვეყნა.

წელს ევროვიზიის მონაწილე ქვეყნებს შორის საქართველო ბოლო იყო, რომელმაც თავისი მონაწილე წარადგინა.

ევროვიზია 2025-ის სლოგანია United By Music, „მუსიკით გაერთიანებული“. აღნიშნული კონკურსის მუდმივ სლოგანად იქცა, რაც  ევროვიზიის ბრენდინგის ნაწილია.

მარიამ შენგელია ჯგუფი “მიქსტურის” სოლისტია. აღნიშნული ჯგუფი ხშირად იღებს მონაწილეობას სამთავრობო ღონისძიებებში. მაგალითად, წელს, საახალწლო ღონისძიებებში „მიქსტურამ“ (Mix2ra) 27 000 ლარი აიღო.

წყალტუბოში საახალწლო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე მათ 12 000 ლარი, ხოლო ფოთში ნაძვის ხის ანთების ცერემონიალზე 15 000 ლარი გადაუხადეს.

ასევე, მაშინ, როდესაც ჯგუფმა “მგზავრებმა” უარი თქვა 20 ოქტომბერს თბილისის მერიის დაგეგმილ კონცერტზე გამოსვლაზე, რომელიც თემქის პარკის გახსნის ცერემონიაზე უნდა გამართულიყო, ის ჯგუფმა “მიქსტურამ” ჩაანაცვლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი