ახალი ამბები

„ევროვიზიის“ ყველაზე წარუმატებელი 7 მონაწილე საქართველოდან

13 მაისი, 2022 • 9462
„ევროვიზიის“ ყველაზე წარუმატებელი 7 მონაწილე საქართველოდან

საქართველო ევროვიზიის კონკურსში 2007 წლიდან მონაწილეობს, თუმცა ეს კონკურსი არც ერთხელ არ მოუგია და მხოლოდ რამდენიმეჯერ მოხვდა ფინალში. ამ მხრივ ბოლო წლები  განსაკუთრებით წარუმატებელი აღმოჩნდა.

საქართველომ ევროვიზიის  ფინალში გადასვლა უკანასკნელად 2017 წელს შეძლო. წარუმატებელ ქართველ მონაწილეთა სიას „ევროვიზია 2022-ზე“ აქამდე უცნობი მუსიკალური ჯგუფი Circus Mircus-იც შეუერთდა, რადგან ვერც ის გადავიდა ფინალში.

„ევროვიზიის“ ფინალში 25 ქვეყანა მონაწილეობს. კონკურსის მონაწილეს საქართველოდან საზოგადოებრივი მაუწყებელი არჩევს.

ნეტგაზეთი გთავაზობთ იმ მონაწილეთა სიას, ვინც საქართველოს წარადგენდა „ევროვიზიაზე“, თუმცა ფინალში გადასვლა ვერ შეძლეს.

1. ანრი ჯოხაძე სიმღერით I Am Joker – 2012 წელი; ის კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშა;

 

2. The Shin & მარიკო სიმღერით Three Minutes to Earth 2014 წელი; მუსიკალური ჯგუფი კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშა;

3.თამარა გაჩეჩილაძე სიმღერით Keep the Faith – 2017; ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა;

4.ჯაზბენდი „ირიაო”, სიმღერით „შენი გულისთვის” – 2018 წელი; ბენდი ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშა კონკურსს;

5. ოთო ნემსაძე სიმღერით Keep On Going – 2019 წელი; ვერც ნემსაძე გადავიდა ფინალში, შემდეგ კი თქვა, რომ „თუ ეს არის მუსიკის მომავალი, მაშინ საქართველო სხვა პლანეტაა“.

6. თორნიკე ყიფიანი სიმღერით You – 2021 წელი; ყიფიანი კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშა. კონკურსამდე რამდენიმე თვით ადრე თორნიკე ყიფიანმა საჯარო ფეისბუკ პოსტში აგინა ხალხს, “ვინც მათზე რამე ცუდს იტყვის”, ხოლო თავად ევროვიზიას „კურკლშოუ“ უწოდა.

7. მუსიკალური ჯგუფი Circus Mircus სიმღერით Lock Me In – 2022 წელი; ჯგუფი ნახევარფინალიდან გამოეთიშა კონკურსს;

საქართველო “ევროვიზიის” კონკურსში 2007 წლიდან მონაწილეობს. ამ წელს საქართველოს სახელით ევროვიზიაზე სოფო ხალვაში გამოვიდა, რომელმაც მე-12 ადგილი დაიკავა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი